ჭადრაკი

0:19 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭარხალაშვილმა 22-ე ადგილზე დაასრულა

ბერძნულ კავალაში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ქართველთაგან მხოლოდ ინგა ჭარხალაშვილი (2379) თამაშობდა. მან 9 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით 22-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ინგამ 4 პარტია მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 2-ჯერ კი დამარცხდა. ისიც ვთქვათ, რომ ჭარხალაშვილი ქალთა შორის მხოლოდ უკრაინელ იულია ოსმაკს (2342) ჩამორჩა, რომელიც ასევე 5.5 ქულით მე-17 პოზიციაზე გავიდა.

დიდი ბრძოლა წარიმართა ჩემპიონობის მოსაპოვებლად. საბოლოოდ, ერთბაშად შვიდმა მოჭადრაკემ 6.5-6.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, პირველი ადგილი სომეხ ზავენ ანდრიასიანს (2621) ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119524