ფეხბურთი

17:29 | 5.08.2016 | ნანახია 2958 - ჯერ

რევიშვილმა “მორდოვია” დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომელიც გასულ სეზონში სარანსკის “მორდოვიას” რიგებში ასპარეზობდა, ახალ კლუბს ეძებს. როგორც რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელსა და “მორდოვიას” შორის არსებული კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

რევიშვილმა გასულ სეზონში “მორდოვიას” კარი რუსეთის პრემიერლიგის 22 შეხვედრაში დაიცვა, ახალ სეზონში კი ამ გუნდის შემადგენლობაში აღარ უთამაშია. ნუკრი 7 ივნისს საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში (1:0) დაშავდა და ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიში ივლისის მეორე ნახევარში განაახლა.

“მორდოვია” გასული სეზონის შედეგებით რუსეთის პრემიერლიგიდან დაქვეითდა და ამჟამად პირველ დივიზიონში ასპარეზობს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:48 | 06.08.2016
mushni (93569)

რა დინამომ ნუკრი ქუთაისელია და მარტო ჩვენთან უნდა ითამაშოს

03:24 | 06.08.2016
drogba-11 (13246)

მუშნი სუფთა ვიკინგი ხარ DD:

21:30 | 05.08.2016
sabonis (9584)

ხო დინამოს გამოადგებოდა მარა.....

18:21 | 05.08.2016
maestro10 (13745)

Wesit ar unda gaujirdes rusetshi darchena

18:16 | 05.08.2016
_svani_ (347)

სანამ დროა დაიმატოს დინამომ სანამ შეუძლია განაცხადში შეყვანა მატჩის წინ!!!!!!!!!

17:59 | 05.08.2016
dinamo78 (543)

ფიფიას ჩააბარონ აკადემია და მიხდოს და ზარდოს ბავშვები.დინამოს სხვა მმართველი უნდა.ყომარში ხო არ მოიგო მაგ ჩემანალამ,წავიდეს ახლა და სხვა მოვა ან ვაძულოთ რომ ვინც მოვა მეტი მაყუთიჩადოს.ეს მაგარ ჟოშკაა,ყველამ იცის ნთან უტვინოა,სოკოლის დონეა რა..ფიფია წადი,სხვა რამ აკეთე,იმენა დააწყვიტე ხალხს ნერვები.ბადრის დროს ქე მანც გავიდა დინამო,შენ ხარ ლუზერი,ჭედელა რუსოფილი,გოიმი ლუზერი.უგემოვნო და კრიჟანი.დინამო სხვა დონეა.თუ არ გაეცლები,გაგაცლით

17:58 | 05.08.2016
fc dila gori (404)

უკვე დილაში იქნება

17:51 | 05.08.2016
alfadhirhaiti (7530)

Wamo dinamoshi!

17:45 | 05.08.2016
სავაშა__ (6590)

დინამომ დაიმატოს სასწრაფოდ!!!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.066624
სარეკლამო ადგილი - 99
X x X