ჩოგბურთი

21:43 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თელავში ქართველთა გარეშე გაგრძელდება

თელავში მიმდინარე 10-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირი ქართველთა გარეშე გაგრძელდება. შოთა მეფარიძე, გიორგი ცივაძე და ალექსანდრე ბაკში შეჯიბრს მერვედფინალში გამოეთიშნენ.

ცივაძე მე-7 ნომრად განთესილ ავსტრალიელ ტომას ფანკუტთან 4:6, 6:3, 3:6 დამარცხდა, მეფარიძემ კვალიფიკაციი ერთ-ერთ გამარჯვებულ დენ დოუსონთან (დიდი ბრიტანეთი) 2:6, 0:6 წააგო, ხოლო ბაკში რუს ილია ვასილიევს ვერ გაუმკლავდა – 0:6, 2:6.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ბაკში და მეფარიძე უკრაინულდ დუეტთან (ბიელინსკი-პრიჰოდკო) 4:6, 2:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.606471