ჭადრაკი

20:13 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭარხალაშვილი კავალას ტურნირის ოცეულშია

საბერძნეთის ქალაქ კავალაში დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც უკვე 25-ედ ტარდება. შეჯიბრში მონაწილეობას ქართველი მოჭადრაკე ინგა ჭარხალაშვილიც (2379) იღებს.

6 ტურის თავზე ჭარხალაშვილს 4.0 ქულა აქვს და ასამდე მონაწილეს შორის მე-19 ადგილზე იმყოფება. ინგამ 3 პარტია მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ერთხელ კი მარცხი განიცადა საკმაოდ ძლიერ რუმინელ მირჩეა-ემილიან პარლიგრაშთან (2596).

დასკვნით ტურში ჭარხალაშვილი თეთრი ფიგურებით სერბ ალეკსანდარ ინდიჩს (2547) ეთამაშება და კარგი შანსი აქვს ქალთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსიროს.

ბოლო ტურის წინ კავალას ტურნირს 5.0-5.0 ქულით რუსი ალექსანდრ პრედკე (2540) და ბერძენი ანდრეას კელირესი (2464) ლიდერობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115884