ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ინგლისელი ბურთის მაგორებელის, ლეგენდარული დევიდ ბექჰემის სახელი ლამის ყველა ასაკის, შეგნებისა და სოციალური ფენის წარმომადგენელმა ქალმა იცოდა და დევიდის სახელის ხსენებაც კი მრავალ მდედრში გულგონთხართულ გრძონობებსა და დარდიან ამოოხვრებს იწვევდა.
ახლა, როგორც ჩანს დევიდის პოპულარობის მზეც ნელ-ნელა ესვენება, ამაზე თავად ვეტერანი ფეხბურთელი ძალიან სწუხს. დევიდ ბექჰემი ამბობს, რომ მის საფოსტო ყუთში უგონოდ შეყვარებულ ქალთა წერილები თითქმის ნულამდეა ჩამოსული და წარსულში დარჩა მისი უზომო პოპულარობა.
ბევრი ფიქრი და განსჯა ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს იმის მიხვედრას, რომ პოპულარობა ადრე თუ გვიან აუცილებლად მთავრდება, რადგან ახალ ეპოქებს თავისი ახალი (ხელშესახები) გმირები ჰყავთ და დღეს ლეო მესისა და კრიშიანუ რონალდუს ეპოქაა ჩამომდგარი. მაგრამ, კარგად და ლაზათიანად ბურთის მაგორებელი კაცი ჭეშმარიტი ქომაგების მეხსიერებიდან მაინც არასოდეს გაქრება.







