ფეხბურთი

1:27 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: "გამოცდილებით გვაჯობეს"

თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა ზაგრების „დინამოსთან“ (0:1) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქემ პირველ რიგში გამოცდილების ხარჯზე მოიგო.

„ჩვენ მოსაგებად გავედით მოედანზე. ფსიქოლოგიურად რთული იყო, რადგან სწრაფი გოლი გავუშვით და თან მთელი გუნდი დაცვიდან გვეთამაშებოდა. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. სწორად გვეთამაშნენ, როგორც გასვლაზე უნდა ეთამაშათ ისე.

გამოცდილებით მოგვიგეს, უკეთესი შემადგენლობაც ჰყავთ. ჩემი აზრით, ლეგიონერები ბევრ რამეს წყვეტენ. უბრალოდ გამოცდილებით მოიგეს, რაც ჩვენ გვაკლდა.

გულშემატკივრები ნაწყენნი იმაზე იყვნენ, რომ ზაგრებში მადლობა არ გადაგვიხდია. უბრალოდ არ ვიცოდით იქ თუ იმყოფებოდნენ, თორემ ყოველთვის მივდიოდით მათთან და რაღა ახლა არ მივიდოდით“, - განაცხადა დვალიშვილმა.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის სოფო ერქვანია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116012