ნუკრი რევიშვილმა ვარჯიში დაიწყო და რამდენიმე დღეში რუსეთში გაემგზავრება, სარანსკის "მორდოვიას" შეუერთდება.
როგორც იცით, რევიშვილმა 7 ივნისს ესპანეთი-საქართველოს ამხნაგურ მატჩში (0:1) მიიღო მძიმე ტრავმა და შესაცვლელი გახდა 55-ე წუთზე.
"ერთი კვირაა, რაც ვარჯიში დავიწყე. თბილისში, ინდივიდუალურად ვემზადები, 2 აგვისტოს კი "მორდოვიაში" დავბრუნდები. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და არ ვიცი, როგორ იქნება საქმე. ამ ეტაპზე კონკრეტული წინადადებები არმაქვს, თან ტრავმა მაწუხებდა. ჩავალ ადგილზე და გავერკვევი" - გვითხრა რევიშვილმა.
შეგახსენებთ, "მორდოვია" პრემიერლიგიდან გავარდა და ამჟამად პირველ დივიზიონში გამოდის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დარჩი დინამოში არ წააგებ, ფულს ნუ გამოეკიდები პირველ ლიგაში თანაც მორდოვიაში. ახლაც მეტია დინამო მორდოვიაზე და მალე იმედია გაცილებით მეტი იქნება ვიდრე ბევრს გონიათ...