კალათბურთი

0:01 | 28.07.2016 | ნანახია 2095 - ჯერ

ფიბა-ს წერილი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას

8-13 ივლისს თბილისმა ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველ ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელიც ფიბა-ს ეგიდით და ამ ორგანიზაციასთან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირი რომ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ფიბა-ს ჩინოსანმა, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა თბილისში სტუმრობისას, პირად საუბრებში განაცხადა. დასაფასებელი იყო ასევე ასეთი მაღალი რანგის მოხელის სტუმრობა – როგორც წესი, ფიბა-ს აღმასრულებელი დირექტორი C დივიზიონის მატჩებზე არ დადის და საქართველოში მისი ჩამოსვლა ჩვენი ფედერაციის მიმართ გამოხატული კეთილი ჟესტისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

კამილ ნოვაკმა თბილისში ყოფნისას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან საუბარში აღნიშნა, რომ იმ რესურსით, რასაც ჩვენი დედაქალაქი ფლობს, გაცილებით მაღალი რანგისა და მაშტაბის ტურნირების ჩატარებაა შესაძლებელი.

ამავდროულად, კამილ ნოვაკი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას არ გააჩნია საკუთარ განკარგულებაში მყოფი ინფრასტრუქტურა (დარბაზი), სადაც ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას, ისე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომზადებას, შიდაჩემპიონატებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩატარებული 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი სტანდარტებით გაცილებით მაღალი რანგის ვაჟთა ტურნირების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა – სასტუმროს, სავარჯიშო დარბაზების, მომსახურე სატრანსპორტო საშუალებების, მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფით, თამაშების ჩანაწერების დროული მიწოდებით და სხვა ტექნიკური თუ საშეჯიბრო დეტალებით.

პირად საუბრებში გამოხატულ მადლიერების განცდას და მაღალ შეფასებებს ფიბა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალური სახე მისცა და თავის სამუშაო ოფისში დაბრუნებულმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აქ წარმოდგენილი წერილი გამოუგზავნა:

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ბ-ნ მიხეილ გაბრიჩიძე, პრეზიდენტი

ბ-ნ გიორგი ქართველიშვილი, გენერალური მდივანი

ძვირფასო მიხეილ,

ძვირფასო გიორგი,

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ იმ გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ თბილისში ყოფნისას, სადაც 18-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩებზე დასასწრებად ვიმყოფებოდი.

ასევე მინდა მოგილოცოთ აღნიშნული ტურნირის ბრწყინვალედ ორგანიზება და ვერცხლის მედალი, რომელიც თქვენმა 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა მოიგო ისტორიაში თავის პირველ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისას.

მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროპული კალათბურთის საკეთილდღეოდ.

კამილ ნოვაკი

ფიბა-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:19 | 21.11.2017
პანტელეიმონი (4347)

არ გვჯერა თქვენი ბატონო ხესუს, მითუმეტეს არ გვჯერა ჩვენი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, თუ ასეთი თეთრები და ფაფუკები ხართ, გამოაქვეყნეთ დადებული ხელშეკრულებები, ყველა თანმხლებ დოკუმენტთან ერთად და კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატაროს ამ დოკუმენტების ფინანსური და იურდიული ექსპერტიზა, ასევე გამოიკვლიოს ამ კონტრაქტთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და მოგვახსენოს ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს და გადასახადის გადამხდელებს ფედერაციის ხელმძღვანელების მიერ საბიუჯეტო და არა საბიუჯეტო სახსრების მართლზომიერი ხარჯვის შესახებ. ამასთან კულტურის და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ გიორგაძეს ვთხოვთ, თუ აქამდე არ არის შექმნილი, სასწრაფოდ შეიქმნას სპორტული საარბიტრაჟო ორგანო, რომელიც სასწრაფო წესით განიხილავს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობების განსაზღვრის შესახებ მიღებულ წესდებას და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს.

14:02 | 21.11.2017
batitasiko3 (116)

ესეიგი სასაცილოა სატირალი რო არიყოს.თურმე ამდენ ხნიანი,ამხელა მიღწევების კლუბია ეს ჩვენი ბასკონია და თურმე აქამდე არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არყოლია და ბრახ უცებ გამოჩნდა კალათბურთზე მზრუნველი საქართველოს ფედერაცია და ვაი საოცრება რა მაგარი კონტრაქტი შედგა რომელი ქართველი თამაშობს მანდ იქნებ გაგვიმხილოთ:დარბაიძე,ტურძელაძე საქართველოშია,ბულაშვილი თვითონ იხდის ხარჯებს.ერთი სულხანიშვილი თამაშობს იქ თუ ვარჯიშობს და სადაა ქართული კალათბურთისთვის ხეირი თქვე ნაგვებო იქნებ მითრათ,მაგრამ აქ უბედურება ჩვენი კანონმდებლობაა,რომელსაც ფეხებზე კიდია ამხელა ბიუჯეტის თანხები და ამდენიხანია ეს ამბავია ამტყდარი და მარტო მინისტრების შეცვლით არიან დაკავებულები,იმიტომ,რომ თვითონაც გარეულები არიან ამ ფულის ტრიალში.დასაკიდებლები ხართ მთავრობიან ფედერაციიანად ერთად ყველა.ჯოჯოებოოო

11:22 | 21.11.2017
BEERTRANCE (97819)

ეგეც რო სამარჩიელო გახდა კარგია ეგ ამბავი თუ ცუდი

22:26 | 20.11.2017
sabonis (9584)

კაი თუ ძმა ხარ ოქროს სარაიას სანამ აგვიშენებდე მანამ თოკო გამოუშვი ნაკრებში ის ჯობია ყველას.

0.09198
2095