მოსკოვის "სპარტაკს" სოლომონ კვირკველიას შეძენა სურს. ამის შესახებ რუსული "სპორტ-ექსპრესი" წერს. კვერკველიას "რუბინთან" მოქმედი კონტრაქტი აქვს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ყაზანელებმა ქართველი მცველი გაყიდონ.
ისე, სოლომონს მცირე თანხად ნამდვილად არ შეელევა "რუბინი". კვირკველიას გარდა, "სპარტაკში" ხორვატი ვედრან ჩორლუკას გადაბირებაზეც ფიქრობენ. ჩორლუკა მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველია.