კალათბურთი

15:37 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პანათინაიკოსი”: მარკოიშვილის შემდეგ შენგელია

ათენის “პანათინაიკოსი”, რომელიც მცირე ხნის წინ მანუჩარ მარკოიშვილის ტრანსფერს გეგმავდა, ამჯერად, თორნიკე შენგელიათი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას Eurohoops.net ავრცელებს.

24 წლის ქართველი კალათბურთელი ამჟამად “ლაბორალ კუჩაში” ირიცხება და ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2016-17 წლების სეზონისთვისაც აქვს. სხვა საქმეა, რომ არსებული ინფორმაციით, ბასკებს შენგელიას მიმართ სახელფასო დავალიანება გააჩნიათ და ბერძნულ გრანდსაც ამის იმედი აქვს.

ბერძნები გათვლას იმაზე აკეთებენ, რომ ქართველი ფორვარდი კუთვნილ თანხაზე უარს იტყვის, სამაგიეროდ კი, “ლაბორალ კუჩა” მის გაშვებას დათანხმდება.

საინტერესოა, რომ შენგელია “ლაბორალ კუჩას” უკვე მე-3 კალათბურთელია, რომლითაც მიმდინარე ზაფხულს “პანათინაიკოსი” დაინტერესდა. “მწვანეებმა” უკვე გადაიბირეს ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი და ამერიკელი გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი.

თორნიკეს შემატების შემთხვევაში, ათენელებს საკმაოდ ძლიერი წინა ხაზი ეყოლებათ: ბურუსისის გარდა, ქართველ ფორვარდს გუნდში ანტონის ფოცისი, ჯეიმს გისტი და კრის სინგლეტონი დახვდებიან.

0.113375