ფეხბურთი

0:35 | 22.07.2016 | ნანახია 3925 - ჯერ

არველაძე-ცხადაძე 2:1, ყენია და კვეკვესკირიც გავიდნენ

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს, თუმცა ჯერ ლეგიონერი მწვრთნელების დაპირისპირებით დავიწყოთ. შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ ავივის "მაკაბიმ" კახა ცხადაძის "ქაირათი" გამოთიშა. ცხადაძის თანაშემწე კი, როგორც იცით, გიორგი ჩიხრაძეა.

პირველი შეხვედრა ყაზახეთში 1:1 დასრულდა და მეორე მატჩშიც, 86-ე წუთამდე ეს ანგარიში ენთო ტაბლოზე, თუმცა "მაკაბიმ" გადამწყვეტი გოლი გაიტანა და 2:1 იმარჯვა.

არველაძე: "რთული მატჩი იყო, "ქაირათს" საკმაოდ ძლიერი შემტევები ჰყავს ვირტუოზი არშავინის მეთაურობით. მოხარული ვარ, შემდეგ ეტაპზე გასვლით, ხოლო ჩემს კარგ მეგობარ კახა ცხადაძეს წარმატებას ვუსურვებ სეზონის დარჩენილ თამაშებში".

ცხადაძე: "გაწბილებულნი ვართ. ვფიქრობ, აბსოლუტურად თანაბარი დონის გუნდები თამაშობდნენ. ორივენი ვიმსახურებდით ჯგუფურ ეტაპზე გასვლას, თუმცა ჩვენ შანსი აღარ გვაქვს. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. შესაძლოა, ყაზახეთის ჩემპიონატის გადატვირთული გრაფიკის ბრალია, რომ "მაკაბისთან" უკეთ ვერ ვითამაშეთ".

"მაკაბი" მესამე ეტაპზე რუმინულ "პანდურის" შეხვდება.

ლევან ყენიას "სლავიას" ესტონეთში 1:3 ჰქონდა წაგებული "ლევადიასთან", შინ კი 2:0 იმარჯვა. ყენიამ შეუცვლელად ითამაშა, ერთ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც იყო მინდორზე. "სლავიას" დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა.

ჩეხური "სლავია" მესამე ეტაპზე პორტუგალიის "რიუ ავეს" დაუპირისპირდება.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" მეორე მატჩიც მოუგო ბუდაპეშტის მტკ-ს - 2:0. ნიკა კვეკვესკირმა 80 წუთი ითამაშა. შეგახსენებთ, ნიკამ სტუმრად გაუტანა უნგრელებს და მაშინ "გაბალამ" 2:1 იმარჯვა.

კვეკვესკირის გუნდი მესამე ეტაპზე ფრანგულ "ლილს" შეხვდება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:28 | 22.07.2016
სავაშა__ (6590)

მიდი ყენო მიაწექიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. მინიმუმ 25 თამაში მინდა წელს შენგან ძირითადში

10:17 | 22.07.2016
shakooo7 (2507)

დინამოელებო გამოიღვიძეთ და აჩვენეთ რა შეგიძლიათ 10.5 ა თქვენს მოგებაზე ტეხავს

10:16 | 22.07.2016
shakooo7 (2507)

1.25 მიცეს ზაგრებს სირცხვილია

10:16 | 22.07.2016
shakooo7 (2507)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

07:27 | 22.07.2016
soldierGFF (101)

Mshvenieri gundidaayenes gabala...

07:54 | 22.07.2016
stoikovich (5984)

უნგრული გუნდების შემხედვარე ვერ განსაზრვრავ მაგას, აგერ ლიგაზე ალბანურმა გუნდმა დაიფრინა ფერენცვაროში

09:57 | 22.07.2016
shakooo7 (2507)

დებრეცენს კიდე ბელარუსის ჟოდინომ ჩაუდო

08:29 | 22.07.2016
soldierGFF (101)

Bazariaraa...magram gabalas kaisastavicyavs lilistan aramgonia ishansod iyos

0.074817