საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები მეტოქეებს აღარ ინდობს. საწყის მატჩში მონტენეგროსთან წაგების შემდეგ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ზედიზედ მეორე, ოპონენტისთვის გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველებმა გუშინწინ მაკედონიას 24 ქულით სძლიეს, დღეს კი პორტუგალიას 27 ქულით აჯობეს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩერქეზიშვილის გუნდმა ქართული ნაკრებების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. საქმე ეხება ერთ კონკრეტულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ქართველებმა მეტოქეს მხოლოდ 1 ქულა ჩააგდებინეს, თავად კი 29 მიითვალეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს.
არადა, პორტუგალიამ თამაში შედეგიანად დაიწყო და სადებიუტო წუთებში ლიდერობაც მოიპოვა. ლუზიტანიელებმა პირველი პერიოდი 17:13 მოიგეს, მაგრამ მეორე პერიოდიდან ქართველებმა არნახულად ზუსტი, გამართული და შედეგიანი თამაში აჩვენეს.
გუნდური მოქმედებით საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 10-წუთეული 29:1 მოუგო და 4-ქულიანი ჩამორჩენა 24-ქულიან ლიდერობად აქცია. აქ კი ყველაფერი გაირკვა. ასეთი გამანადგურებელი 10-წუთეულის შემდეგ, პორტუგალიელები გონზე რომ ვერ მოვიდოდნენ, ცხადი იყო და ეს არც მომხდარა. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილ დროში კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და საბოლოოდ, 82:55 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. წინა ხაზში, ფარქვეშ, პორტუგალიელებს გიორგი ტურძილაძე და ვილი ისიანი ჩაგრავდნენ, პერიმეტრიდან კი მეტოქის რისხვას დავით ლომიძე წარმოადგენდა, რომელსაც ხელს გიორგი ქავთარაძე აშველებდა.
ლუკა გიორგაძე ფარზეც მუშაობდა და მეტოქეს პერიმეტრიდანაც ემუქრებოდა. მან 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც მატჩის ბომბარდირმა დავით ლომიძემ 6 სამიანი მიაბა. ლომიძის ანგარიშზე საბოლოოდ 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.
ორმაგი დუბლით – 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით გამოირჩა ვილი ისიანი, გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე კი 13 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან მასხულიამ.
საქართველოს ნაკრებს 3 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვს და დარჩა მატჩი ყველა წაგების მქონე აუტსაიდერ სომხეთთან. თუმცა ამ მატჩს მნიშვნელობა დაკარგული აქვს. საქართველოს ნაკრები წაგების შემთხვევაშიც გადის მეორე ადგილზე. საქართველოსა და სომხეთის უმოტივაციო მატჩი ხვალ, 20 ივლისს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებს B ჯგუფის გამარჯვებული, დიდი ალბათობით, პოლონეთი შეხვდება.
ევროპის U20 ჩემპიონატი. B დივიზიონი. ხალკიდა, საბერძნეთი
პორტუგალია – საქართველო 55:82 (17:13, 1:29, 15:21, 22:19)
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუ სულ თავიдან дაიწყეთ კომენტარების კითხვა DDDDDD
ჯერ ქება-дიдება მიдის - წარმატებები ნბა-ში, გვჯერა მომავლის дა ა.შ.
აი მეშვიдე-მერვე კომენტარის შემдეგ იწყებააა...DDDDD
იმენნა თეატრია ეს ფორუმი რა, პერევოპლოშენიე სტანისლავსკოვო DDDDDDD
სომხებმა ქალებმაც და კაცებმაც იხმარეს ჩვენი ასაკობრივები!!!
სირცხვილი!!!!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
სომხებმა ქალებმაც და კაცებმაც იხმარეს ჩვენი ასაკობრივები!!!
სირცხვილი!!!!
მართლა როგორ წააგეს სომხებთან, მერე რა რომ აზრი არ ჰქონდა....(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
მართლა როგორ წააგეს სომხებთან, მერე რა რომ აზრი არ ჰქონდა....(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
Ra didi mixvedra ynda rom gakidrs tamadji am utavmokvareo vai sporcmenebma somcebs rogor miecit salaparako da erti adgili xom gamoricxulia rom tamashit wagvego.magram dgevandeli kalatburtis federaciidan kvelaferia mosalodneli tqveni korumpirebuli dedebi avafetqe
სომხეთთან არ უნდა წაგვეგო ბიჭებო. წარმატებებს გისურვებთ
საღოლ....სომხებთან წაგებას მაგარი მოხერხება უნდა...ისტორიაში შეხვალთ...
ყოჩაღ წარმატებები...
მაგარი ბიჭები,გენაცვალეთ ტრენერებიანად
კაი 2.0 კუში დამასმევინეს გენაცვალეთ თქვენ
მეც ანალოგიურად გამახარეს (1,95). ასე გააგრძელეთ ბიჭებო და წარმატება თქვენია ანუ უკვე
ა დივიზიონი ახლოსაა
ბრავო, ჯიგრები ხართ, კალათბურთი ჩვენი თამაშია
ბრავო, ჯიგრები ხართ, კალათბურთი ჩვენი თამაშია
ვამბობდი მჯერა ქართული კალათბურთის მომავლის მეთქი.. მაგარი ბიჭები არიან ! წარმატებები !
მომავლის ყველას გვჯერა მაგრამ "სპეციალისტების" თუ გჯერა ვინც უნდა სწორად ზრდიდეს?? და საზღვრავთ დღევანდელი მცირე გამარჯვბით ყველაფერს. მთლიანობაში უამრავი რამაა შესაცვლელი და გასაკეთებელი კალათბურთში
მჯერა მჯერა მეთქი.. თორე ის კი არ მითქვამს მოვიგეთ და რა კარგადაა ყველაფერი მეთქი.. ამ ბიჭებს გამხნევება სჭირდებათ..
წარმატებები...
წარმატებას გისურვებთ ნბა-სკენ