უკრაინულმა ლუცკის "ვოლინმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გიორგი გველესიანს კონტრაქტი გაუფორმა. 25 წლის ცენტრალური მცველი აქამდე მხოლოდ ერთ გუნდში, თბილისის "დინამოში" თამაშობდა, წლეულს კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა.
გველესიანი ჯერ ლვოვის "კარპატიში" აპირებდა გადასვლას, იქ რამდენიმე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და შემდეგ "ვოლინს" მიაშურა, სადაც უფრო უკეთ წარმოაჩინა თავი ამხანაგურებში, გოლიც გაიტანა.