კალათბურთი

1:07 | 14.07.2016 | ნანახია 889 - ჯერ

ფიბას აღმასრულებელი დირექტორი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად სეოკ-ს ესტუმრა

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოში სტუმრად მყოფ საერთაშორისო კალათბურთის მაღალჩინოსანს, ფიბა-ს აღმასრულებელ დირექტორს კამილ ნოვაკს უმასპინძლა. სტუმარს ახლდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი.

შეხვედრაზე სტუმარ-მასპინძლებმა ისაუბრეს საქართველოში კალათბურთის შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, ქართული კალათბურთის ოლიმპიურ პერსპექტივაზე.

სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა ჩვენი ეროვნული გუნდის ბოლო წლების წარმატებულ გამოსვლას ევროპის ჩემპიონატებზე, ისაუბრა ფიბა-ს იმ პროექტებზე, რომლებიც ემსახურება ცალკეულ ქვეყნებში კალათბურთის განვითარებას.

თავის მხრივ ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშო სახეობაა და იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ნაკრები შეძლებს სალიცენზიო ბარიერის დაძლევას და ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლას.

www.geonoc.org.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:15 | 14.07.2016
eke99 (1362)

Ekonomikis ministri ar shexvda?

17:16 | 14.07.2016
eke99 (1362)

)))))

12:37 | 14.07.2016
პანტელეიმონი (4347)

კალათბურთის საზოგადოება და სპორტის სამინისტრო გამოფხიზლდით სანამ ამ კალათბურთს მიკედლებულ "ბიზნესმენებს" საბოლოოდ დაუღუპიათ ქართული კალათბურთი.

10:41 | 14.07.2016
BEERTRANCE (97819)

და საბოლოოდ რაო

12:05 | 14.07.2016
Buratino (3505)

რაო და საბოლოოდ, კრება დარჩა მხიარული

0.069648