კალათბურთი

14:28 | 12.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრინი დააპატიმრეს

“გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთი ლიდერი დრეიმონ გრინი თავდასხმის ბრალდებით მიჩიგანში დააპატიმრეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გრინი 200 დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ინცინდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და თავდასხმის ობიექტი არ დაზარალებულა. მომხდარის სხვა დეტალებს პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.

20 ივლისს სასამართლო გაიმართება და თუ გრინს ბრალდება დაუდასტურდა, კალათბურთელს 500 დოლარის გადახდა და 93 დღე ციხეში ჯდომა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129119