გიორგი ჭანტურიამ პირველად ითამაშა რუსეთის "ურალში". მისმა გუნდმა ამხანაგურში 0:1 წააგო სლოვენიის "რუდართან". ჭანტურიამ მეორე ტაიმში ითამაშა.
"ურალის" მთავარ გუნდში ორიოდე თვის წინ დააწინაურეს ნახევარმცველი რეზო ღავთაძე, რომელიც 20 წლისაა. ის "ურალის" 21-წლამდელებში გამოდიოდა. "რუდართან" მანაც შეცვლაზე ითამაშა. ღავთაძე რუსეთის მოქალაქე გახლავთ.
ყაზანის "რუბინმა" 2:0 სძლია ჩეხეთის "სპარტას". საბა კვირკველიამ 67-ე წუთიდან ითამაშა.
"ფრაიბურგმა" 9:1 გაანადგურა გერმანიის ქვედალიგელი "მარხი". ლუკა ჰუფნაგელი სასტარტოში იყო, თუმცა მე-15 წუთზე შეცვალეს.