კალათბურთი

14:07 | 9.07.2016 | ნანახია 962 - ჯერ

საქართველოს “ბ” ნაკრები ჩინეთში პოლონეთთან 62:72 დამარცხდა

ჩინეთში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გუნდის მეტოქე პოლონეთის „ბ“ ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ჩვენებმა 4 ივლისს დიდი სხვაობით წააგეს.

ჩინური კალენდრის თანახმად, 4 ნაკრები 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამხანაგურ ტურნირებს სამ სხვადასხვა ქალაქში გამართავს. ერთ ტურნირს უკვე უმასპინძლა ქალაქმა ჩანგშუმ, სადაც ქართველებმა სამივე შეხვედრა დათმეს.

პოლონეთთან 8 ივლისს გამართული მატჩი კი ქალაქ ჟანჯიაგანგის ტურნირის პირველი მატჩი გახლდათ, რომელიც უსტიაშვილის გუნდმა 10 ქულით – 62:72 დათმო.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა. 10 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.

9 ივლისს საქართველოს „ბ“ ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

საქართველო 62:72 პოლონეთი

საქართელო: შვანგირაძე, ბაქრაძე (3), ჯინჭარაძე (10), მიქელაძე (6), ბოქოლიშვილი (4), გოგოძე (6), ჯგერენაია (4), წივწივაძე (5), ორმოცაძე, დვალიშვილი (13), მათიაშვილი (3), ბექაური (8).

www.gbf.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:36 | 09.07.2016
buska (1193)

თქვენ ვაი ჟურნალისტებო ნუთუ არ შეგიძლიათ სტატისტიკა მოიპოვოთ მარტო ქულებს რო გციწერთაქ ეგაა მთავარი ? ვინ რამდენი წთ ითამაშა რა ქნა ეს საინტერეოა მემგონი !!!!!!!!!!!!

0.065537