ფეხბურთი

18:28 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ბონუჩის “სიტიში” გაშვებაზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსმა” ლეონარდო ბონუჩის თაობაზე პირველი შეთავაზება უარყო. როგორც გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს, “ბებერი ქალბატონის” შეფებმა “მანჩესტერ სიტის” 45 მილიონ ევროიანი წინადადება უარით გაისტუმრეს. თურმე, პეპ გვარდიოლას 29 წლის მცველის საკუთარ გუნდში ხილვა ძალიან სურს და ამიტომაც, “სიტი” მზად იყო იტალიელი უკანახაზელის სანაცვლოდ 45 მილიონი გაეღო, ფეხბურთელისთვის კი წლიურად 7 მილიონი გადაეხადა, მაგრამ “იუვე” ბონუჩის გასხვისებას არ აპირებს.

ლეონარდოს ტურინელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო სეზონში ანაზღაურების სახით 3.5 მილიონ ევროს იღებს. ბონუჩის მიმართ ევროპული გრანდების ინტერესი გასაკვირი სულაც არაა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მან ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა.

გარდა “სიტისა”, მისი სამსახურით კიდევ ორი ინგლისური გრანდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსია” დაინტერესებული.

0.12054