იტალიის სერია A-ს ბინადარ გენუის “სამპდორიას” ამიერიდან მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის. ამის შესახებ “ბლუჩერკიატის” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 48 წლის სპეციალისტმა “სამპასთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი “მილანში” გადაბარგებულ ვინჩენცო მონტელას ჩაანაცვლებს.
ჯამპაოლო გამოცდილი სპეციალისტია და ბევრ გუნდშიც უმუშავია, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის. გასულ სეზონში მარკო ლევან მჭედლიძის “ემპოლის” ავარჯიშებდა და სხვათა შორის, საკმაოდ კარგი შედეგიც აჩვენა მოკრძალებულ ტოსკანურ კლუბში.