ავტოსპორტი

1:05 | 2.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი ავსტრიაშიც სწრაფია, ჰამილტონს ისევ პრობლემები აქვს

ფორმულა 1-ის ქარავანი ავსტრიას ეწვია, სადაც თავისუფალი პრაქტიკები გაიმართა და ორივეზე საუკეთესო დრო ნიკო როსბერგს ჰქონდა. ლუის ჰამილტონს ორივე სესიაზე მეორე საუკეთესო დრო ჰქონდა და მეორე სესიაზე თანაგუნდელს ბევრითაც არ ჩამორჩენია. მაგრამ რბოლის შემდგ წუწუნი დაიწყო, პრობლემა ჩემშია, მანქანა კარგად მუშაობს, მაგრამ რაღაც არ გამომდისო.

უნდა ითქვას, რომ რაც ავსტრიული ეტაპი ფ1-ის კალენდარში დაბრუნდა, მის კვარცხლბეკზე მხოლოდ ის პილოტები ადიან, რომლებიც „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზბენ. როსბერგი კი ერთადერთი მოქმედი პილოტია, ვისაც ზალცბურგის ტრეკზე გამარჯვება აქვს მოპოვებული. ორივე შემთხვევაში მეორე ადგილი ჰამილტონმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ „მერსედესის“ ორივე პილოტი „რედ ბულ“ რინგზე ახალი ძალური დანადგარით იასპარეზებს. სხვათა შორის, ორ კომპონენტში, ჰამილტონმა უკვე ამოწურა სეზონის ლიმიტი. მან უკვე გამოიყენა ხუთ-ხუთი ტურბოკომპრესორი და თბური ენერგიის აღდგენის სისტემა (MGU-H). ამ ორიდან რომელიმეს ლიმიტის გადაჭარბების პირველ შემთხვევაში, პილოტი სტარტზე 10 ადგილით უკან იწევს. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ჰამილტონს ტიტულისთვის ბრძოლაში ეს ფაქტორი აუცილებლად შეუშლის ხელს. ის ვარაუდობს, რომ მინიმუმ ორჯერ მოუწევს ლიმიტის გადაჭარბება.

მეორე სესიაზე ამინდი გაჭირვეულდა - თავიდან მზე ანათებდა, შემდეგ კოკისპირულმა დასცხო, თუმცა სესიის დასრულებამდე გამოიდარა და ისე დაცხა, ასფალტიც კი გააშრო. მშრალი პირველი სესიის მიუხედავად, ჰამილტონს ერთი ინციდენტი შეემთხვა - დატრიალდა და გზის მიღმა ხრეშზე გადავიდა, რასაც ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური რეჟიმის ჩართვა მოჰყვა.

პრაქტიკებზე იუბილარის რანგში იასპარეზა დანიელ რიკიარდომ, ვისაც 27 წელი შეუსრულდა. ეს ამბავი მან ორივე სესიაზე მე-5 შედეგით აღნიშნა. პირველ პრაქტიკაზე მესამე დრო სებასტიან ფეტელს ჰქონდა, მეორეზე კი ეს ადგილი ნიკო ჰულკენბერგმა დაიკავა. სხვათა შორის, ფეტელის ბოლიდზე გადაცემათა კოლოფი გახდა გამოსაცვლლი, რის გამოც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაწევა მოუწევს.

ტრასაზე ახალი ასფალტია და მოსახვევებში ახალი კერბები დააყენეს, რამაც მაქს ფერსტაპენს პრობლემები შეუქმნა. „რედ ბულის“ ჰოლანდიელმა პილოტმა მათ „წარმოუდგენელი“ და „სახიფათო“ უწოდა. ერთხელ სწორედ ამ კერბებზე გადავლის შემდეგ, მის ბოლიდზე საკიდარი დაზიანდა. არადა, კერბების ახალი კონსტრუქციის მიზანი ისაა, რომ პილოტებს მათზე გავლის სურვილი გაუქრეთ და მოსახვევებშიც ტრასის საზღვრებში იარონ.

ავსტრიის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:07.373
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:07.730
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:08.022
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:08.222
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:08.528
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:08.803
  7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:08.824
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:08.962
  9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:08.990
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:08.998
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:09.078
  12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:09.280
  13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:09.365
  14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:09.567
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:09.707
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:09.775
  17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:09.851
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:09.929
  19. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:10.110
  20. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:10.314
  21. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:10.493
  22. ალფონსო სელისი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:10.860

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:07.967
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:07.986
  3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:08.580
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:08.589
  5. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:08.649
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:08.713
  7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:08.761
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:08.820
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:08.941
  10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:08.994
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:09.075
  12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:09.184
  13. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:09.207
  14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:09.226
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:09.525
  16. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:10.020
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:10.034
  18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:10.138
  19. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:10.140
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:10.400
  21. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:10.444
  22. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:11.328

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193086