ჭადრაკი

1:17 | 2.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ ბლიცებშიც იმარჯვა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა გრან პრის მესამე ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა საერთაშორისო დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ. მესამე ადგილზე 6.5 ქულით საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110187