ჩოგბურთი

21:53 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ ტაივანელი ჩოგბურთელი დაამარცხა

“უიმბლდონის” 1/32-ფინალში ბრიტანელმა ენდი მარეიმ ტაივანელი იენ სუნ ლუ 6:3, 6:2, 6:1 გაანადგურა. ლუ პირველ სეტში 2:0 დაწინაურდა ეგ იყო და ეგ რაც ტაივანელმა ჩოგბურთელმა მოახერხა.

შეხვედრა საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ენსიმ ექვსი ეისი ჩაწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. ბრიტანელს 89 გათამაშება მოიგო, ხოლო მეტოქემ – 57.

1/16-ფინალში ენდის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 67-ე ნომერი ავსტრალიელი ჯონ მილმანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ენდის “უიმბლდონი” ერთხელ 2013 წელს აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110813