ფეხბურთი

16:51 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “მესის ცრემლებით ხილვა ჩემთვის მტკივნეულია”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან ლიონელ მესის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგად ესმის “ბარსელონას” შემტევის.

“მესიმ რთული გადაწყვეტილება მიიღო, გულშემატკივრებმა კი მას უნდა გაუგონ. ის წაგებას მიჩვეული არაა და ვერც მეორე ადგილით დაკმაყოფილდება. პენალტის ვერგატანა ცუდ ფეხბურთელად არ გაქცევს. ჩემთვის მტკივნეულია მესის ცრემლებით ხილვა. იმედი მაქვს ის ნაკრებს დაუბრუნდება, რადგან მათ ძალიან სჭირდება” - ამბობს პორტუგალიელი.

შეგახსენებთ, რომ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან მარცხის შემდეგ გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117592