ფეხბურთი

15:28 | 29.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

იურიჩმა "ჯენოა" ჩაიბარა

"კროტონეს" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ივან იურიჩმა "ჯენოა" ჩაიბარა. როგორც გენუური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ხორვატმა სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იურიჩი "კროტონეს" გასულ სეზონში ხელმძღვანელობდა და კლუბს იტალიის სერია ა-ს საგზური მოუტანა. მისი თავკაცობით გუნდმა 45 მატჩი ჩაატარა, მოიგო 25, 13 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 შეხვედრაში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063759