საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თედორე გრიგალაშვილი, ახალი სეზონიდან "საბურთალოში" ითამაშებს. მხარეებმა ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი.
23 წლის მცველი ბოლოს რუსეთის პრემიერლიგის გროზნოს "ტერეკში" ირიცხებოდა, მანამდე კი "სამტრედიისა" და "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. გრიგალაშვილს 2011-2012 წლების სეზონში მოგებული აქვს საქართველოს პირველობა, ასევე ორჯერ არის სუპერთასის გამარჯვებული, 2011-2012 და 2012-2013 წლებში
კლუბის ახალწვეულმა დედაქალაქელთა შემადგენლობაში უკვე ივარჯიშა, წვრთნის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა:
"მოხარული ვარ, რომ ისეთ პროგრესირებად კლუბში ჩავირიცხე, როგორიც "საბურთალოა". ვიცი, ამბიციური გუნდია, სადაც პროფესიონალები მუშაობენ. ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის წარმატებაში. პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა. ჩანს, რომ მეგობრული და შეკრული კოლექტივია. საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი საწვრთნელი პროცესი გვქონდა", - განმარტა თედორე გრიგალაშვილმა.
www.fcsaburtalo.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს კარგი ბიჭია, რატომ დაიკარგა ვერ გავიგე, ზესტაფონის შემდეგ არ ჩანს, არადა ზესტაფონში ძალიან კარგად თამაშობდა და საიმედო იყო
ეს ტორპედოში მეგონა უკვე
ვერ გავიგე არაფერი ხდება ქართულ ფეხბურთში? თუ რატომ არაფერს წერთ მშრალ მშრალ იმფორმაცას ისედაც ვიგებთ და რათ გვინდა თქვენი თარგმანი, იქნებ გააინძრნენ და გავიდნენ ოფისებიდან თქვენიჟურნალისტები ან ტელეფონის და სხვა კავშირის საშუალებები გამოყნენონ რამე გგაიგონ თორემ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება კობიაშვილი ხელფასის ასაღებად დანიშნეს ფედერაციის პრეზიდენტად, აგერ ევროთასები მოგვადგა და ველა გუნდი სუსტდება გაძლიერების ნაცვლად იმფრასტუქტურა არ შენდება შედეგი არაფერი გვაქვს გარდა ამხანაგურში რაგაც საეჭვოდ მოგების გარდა იქნებ გაგვაგებინოთ ხდება რამე გარდა ფორმატების ცვლილების ჩემპიონატში თორემ ამას კობიაშვილი რათ უნდა ნებისმიერი შეცვლის გუნდების რაოდენობს ხან 16 ხან 10ზე და ხან 20ზე, რამე რეალური ცვლილება თუ იგეგმება ეს გაარკვიეთ რორე ალაშკერტია ტუ ბალაშკერტი დაგვანახებს რასაც ვიმკით და არც სამუდამოდ აურჩევიათ კობი და ეს ოთხი წელიც ისე გავა ბიძინას არ იყოს უკეტესი მესამე განზე დარჩება.
..........................
ადმინ დაწერე თუ შეიძლება რამდენი გრიგალაშვილია ფეხბურთელი თორემ სათვალავი ამერია
შოთა,ელგუჯა,თედორე,თორნიკე გრიგალაშვილები.დდდდ
და ყველა ზესტაფონის აღზრდილი
)
მადლობა
კონტრაქტი რამდენხნიანია სანამ ფეხბურთელს არ გამოუჩნდება მსურველი კლუბი?
Totadzes ki jobia :-D