თამაშგარე

11:57 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 და ფრანგ კაცთა დარდები

საფრანგეთიდნა ამბავი მოგვივიდა. თურმე, ევროპის ჩემპიონატის დროს იქაურ სიძვის დიაცებს უცხოელ ქომაგ მამაკაცთა სიმრავლის გამო მომსახურების ტარიფები ისე გაუზრდიათ, რომ ბეჩავი ფრანგი მამაკაცები დაბღვერილები დადიან და იმ დღეს სწყევლიან, როდესაც მათ ქვეყანაში პირველი უცხოელი ქომაგი ჩავიდა.

ფრანგები იძახიან, ჩვენს ქალებს ახლა უკვე ცეცხლის ფასი ადევთ და იმაზე ფინთი სანახავი არაფერია, ფულიანი ბრიტანელი თუ აპენინელი ჯეელები როგორ ძალუმად ჰბუბნიან ფრანგ ქალებს და ამ დროს ჩვენ იმის სახსარიც კი არა გვაქვს, ესოდენ გაძვირებულ სექს-ტარიფებს შევეჭიდოთო.

აი ახლა არის საჭირო საფრანგეთში ერთი კარგი კოხტა პარტიის ჩამოყალიბება, რომელიც საკუთარ წინასაარჩევნო ლოზუნგს ასე ჩამოაყალიბებდა: სექსი 20 ევრო, ტინგიცობა 5 ევრო, ღიმილი უფასო. მაგრამ აბა ფრანგებს სადა აქვთ ბედი? მსგავსი ხელიხელსაგოგმანები ლოზუნგები მხოლოდ ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში იქმნება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111288