ფეხბურთი

11:16 | 27.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

არგენტინის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბამბარდირმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის ფინალში მარცხის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

“ეს ჩემთვის ყველაზე რთული მომენტია. პირველი, რასაც ვფიქრობ, სანაკრებო კარიერის დასრულებაა. ჩემთვის არგენტინის ეროვნულ გუნდში ასპარეზობა დასრულებულია. ეს ყველასთვის კარგი იქნება და ვიცი, რომ ამით ბევრი ადამიანის სურვილს დავაკმაყოფილებ. არც მათთვის და არც ჩვენთვის მხოლოდ ფინალში თამაში საკმარისი არაა. სამწუხაროდ გამარჯვება ვერ შევძელით... ეს ჩემთვის უდიდესი ტკივილია” - აღნიშნა ჩილესთან წაგებული ფინალური მატჩის (0:0, პენ 2:4)შემდეგ მესიმ, რომელსაც პენალტების სერიაში სიზუსტემ უმტყუნა.

“ბარსელონას” ფორვარდს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამჟამად ეროვნულ გუნდში ჩატარებული 112 მატჩი და 55 გოლია. მესი გოლების რაოდენობით არგენტინის ნაკრების რეკორდსმენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156711