ფეხბურთი

13:50 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია შესაძლოა ფინალში მონაწილეობა მიიღოს

როგორც Four-Four-Two იუწყება, არგენტინის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს შემტევ ანხელ დი მარიას შანსი ექნება საიუბილეო კოპა ამერიკის ტურნირის ფინალში ჩილეს ნაკრები წინააღმდეგ ითამაშოს.

ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ეზეკიელ ლავეცის და მატიას ფერნანტესის გარდა ყველა მოთამაშე ექნება, შესაბამისად დი მარიაც მოედანზე გამსვლელთა სიაში იმყოფება.

ანხელმა ტრავმა პანამასთან მოგებულ (5:0) შევხედრაში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, დი მარიამ ვარჯიში განაახლა, თუმცა დისკომფორტის იგრძნო და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. არგენტინას და ჩილეს შორის დაპირისპირება 27 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115726