ფეხბურთი

12:07 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბია კოპა ამერიკის მესამეადგილოსანია (+VIDEO)

კოლუმბიის ეროვნული ნაკრები საიუბილეო კოპა ამერიკის მესამეადგილოსანი გახდა. ხოსე პეკერმანის შეგირდებმა მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი 1:0 დაამარცხეს (VIDEO). ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე კარლოს ბაკამ გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამარჯვებულთა მეკარე დავიდ ოსპინა გახდა, რომელმაც თავისიანები რამდენჯერმე იხსნა.

კოლუმბიელებმა კოპა ამერიკის ბრინჯაოს მედლები ისტორიაში მეოთხედ მოიპოვეს. გუნდს ტურნირი მხოლოდ ერთხელ 2001 წელს აქვს მოგებული. მაშინ კოლუმბია მასპინძელი გახლდათ. მეორე ადგილზე კი ნაკრები 1975 წელს გავიდა. აშშ-ს კი შანსი ჰქონდა კოპა ამერიკაზე ისტორია განეახლებინა და მესამე ადგილზე გასულიყო, თუმცა 1995 წლის შემდეგ, კვლავ მეოთხე ადგილზე გავიდა.

კოპა ამერიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალი 27 ივნისს გაიმართება, ერთმანეთს კი არგენტინის და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165093