მიმდინარე წლის 26-დან 29 ივნისის ჩათვლით ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია მნიშვნელოვან შეჯიბრს მასპინძობს. ოთხი დღის განმავლობაში აკადემიის დარბაზებში NBA-ს საზაფხულო კემპი ჩატარდება. იგი მთლიანაად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პატრონაჟით ტარდება და მასში მონაწილეობას აკადემიის კალათურთელები მიიღებენ.
აღნიშნულ კემპს მიეძღვნა პრესკონფერენციას, რომელიც დღეს წერეთლის გამზირზე მდებარე ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ჩატარდა. პრესკონფერენციას, ზაზა ფაჩულასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი მწვრთნელი სლოვენიელი დიან პროკიჩი და აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ეკა ელოშვილი ესწრებოდნენ.
"საზაფხულო კემპს დაესწრებიან და მასში მონაწილეობას მიიღებენ NBA-ს წარმომადგენლები: ტროი ჯასტისი (NBA-ს მწვრთნელი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საერთაშორისო საერთაშორისო საკალათბურთო ოპერაციების უფროსი დირექტორი), კალანა გრინი (NBA-ს მოთამაშე, "მინესოტა ლინგსის" კალათბურთელი), ლოუ ემუნდსონი (NBA-ს მოთამაშე, „ნიუ იორკ ნიქსის“ კალათბურთელი).კემპში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ჩემი მეგობრები და ჩემი აკადემიის ქართველი და უცხოელი წევრები", - განსაცხადა აკადემიის დამფუძნებელმა ზაზა ფაჩულიამ.
დღევანდელი პრესკონფერენციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას "მსოფლიო სპორტი" მოგვიანებით მოგაწვდით.