კალათბურთი

20:00 | 20.06.2016 | ნანახია 2095 - ჯერ

ფედერაციის გამგეობა ვეტერან კალათბურთელებს შეხვდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სპორტის ახალი სასახლის სააქტო დარბაზში ფედერაციის მმართველ ორგანოსთან შესახვედრად ვეტერანი კალათბურთელები და მწვრთნელები მივიდნენ.

ფედერაციის გამგეობის წევრებმა მიმდინარე პროექტებზე, ღონისძიებებზე და მათ შედეგებზე ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას ანგარიში ჩააბარეს. შეხვედრამ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა და გამგეობის წევრებმა დამსწრეთაგან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს. ვეტერანმა კალათბურთელებმა და ქართული კლუბების წარმომადგენლებმა ქართულ კალათბურთში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

გამგეობის წევრებმა დამსწრეთ ის კონკრეტული საკითხები გააცნეს, რაც კალათბურთის ფედერაციის მიერ უკვე განხორციელდა:


- სუპერლიგაში დაინერგა ახალი ფორმატი.
- დაფუძნდა "ა" ლიგა.
- ჩამოყალიბდა ეროვნული ნაკრების სარეზერვო ნაკრები (ბ ნაკრები).
- შემუშავდა და დაინერგა სუპერლიგის კლუბების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.
- ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში მონაწილეობას ვიღებთ 2 ასაკობრივ ჯგუფში.
- NBA Junior - აშშ-ს მთავრობისა და სალჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომელშიც ჩართულია თითქმის ყველა რეგიონი (500 მდე ბავშვი).
- პირველად საქართველოს ქალ კალათბურთელთა 2 ასაკობრივი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში.
- თბილისი უმასპინძლებს ქალთა შორის ახალგაზრდული, 18 წლამდელების ევროპისჩემპიონატს (C დივიზიონი).
- დაინერგა და მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა- FIBA- ს მხარდაჭერით.
- მოწვეულნი არიან უცხოელი სპეციალისტები და მწვრთნელები სკეფ-ში სამუშაოდ, ბავშვთა კალათბურთისა და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების ხელისშეწყობისმიზნით.
- FIBA- ს სტრუქტურებში, კომისიებში გაწევრიანებულია ფედერაციის 3 თანმშრომელი.
- 3x3 ზე კალთბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მოიცავს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს, ჩვენი გუნდები მონაწილეობას იღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიმოხვდა საუკეთესო რვა ნაკრებს შორის ...


გამგეობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დამსწრეთ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ამ კონტრაქტის თითოეული დეტალი ქართული საკალათბურთო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. დარბაზში შეკრებილმა ქართულმა საკალათბურთო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაო.

რაც შეეხება ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებულ კონტრაქტს, ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი და მის გასაცნობათ, გთხოვთ, გადახვიდეთ ქვემოთ წარმოდგენილ ბმულზე:


საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული კონტრაქტი

www.gbf.ge


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:19 | 21.11.2017
პანტელეიმონი (4347)

არ გვჯერა თქვენი ბატონო ხესუს, მითუმეტეს არ გვჯერა ჩვენი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, თუ ასეთი თეთრები და ფაფუკები ხართ, გამოაქვეყნეთ დადებული ხელშეკრულებები, ყველა თანმხლებ დოკუმენტთან ერთად და კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატაროს ამ დოკუმენტების ფინანსური და იურდიული ექსპერტიზა, ასევე გამოიკვლიოს ამ კონტრაქტთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და მოგვახსენოს ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს და გადასახადის გადამხდელებს ფედერაციის ხელმძღვანელების მიერ საბიუჯეტო და არა საბიუჯეტო სახსრების მართლზომიერი ხარჯვის შესახებ. ამასთან კულტურის და სპორტის მინისტრს ბატონ მიხეილ გიორგაძეს ვთხოვთ, თუ აქამდე არ არის შექმნილი, სასწრაფოდ შეიქმნას სპორტული საარბიტრაჟო ორგანო, რომელიც სასწრაფო წესით განიხილავს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობების განსაზღვრის შესახებ მიღებულ წესდებას და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს.

14:02 | 21.11.2017
batitasiko3 (116)

ესეიგი სასაცილოა სატირალი რო არიყოს.თურმე ამდენ ხნიანი,ამხელა მიღწევების კლუბია ეს ჩვენი ბასკონია და თურმე აქამდე არცერთი საერთაშორისო პარტნიორი არყოლია და ბრახ უცებ გამოჩნდა კალათბურთზე მზრუნველი საქართველოს ფედერაცია და ვაი საოცრება რა მაგარი კონტრაქტი შედგა რომელი ქართველი თამაშობს მანდ იქნებ გაგვიმხილოთ:დარბაიძე,ტურძელაძე საქართველოშია,ბულაშვილი თვითონ იხდის ხარჯებს.ერთი სულხანიშვილი თამაშობს იქ თუ ვარჯიშობს და სადაა ქართული კალათბურთისთვის ხეირი თქვე ნაგვებო იქნებ მითრათ,მაგრამ აქ უბედურება ჩვენი კანონმდებლობაა,რომელსაც ფეხებზე კიდია ამხელა ბიუჯეტის თანხები და ამდენიხანია ეს ამბავია ამტყდარი და მარტო მინისტრების შეცვლით არიან დაკავებულები,იმიტომ,რომ თვითონაც გარეულები არიან ამ ფულის ტრიალში.დასაკიდებლები ხართ მთავრობიან ფედერაციიანად ერთად ყველა.ჯოჯოებოოო

11:22 | 21.11.2017
BEERTRANCE (97819)

ეგეც რო სამარჩიელო გახდა კარგია ეგ ამბავი თუ ცუდი

22:26 | 20.11.2017
sabonis (9584)

კაი თუ ძმა ხარ ოქროს სარაიას სანამ აგვიშენებდე მანამ თოკო გამოუშვი ნაკრებში ის ჯობია ყველას.

0.129841
2095