ჩოგბურთი

17:45 | 16.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი ანტალია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირში 2 ქართველი ჩოგბურთელი – შოთა მეფარიძე და გიორგი ჯავახიშვილი ჩაერთო, თუმცა, ასპარეზობა ორივემ მალევე დაასრულა.

მეფარიძემ სტარტი კვალიფიკაციიდან აიღო და ბრიტანელ ლუკ სიმკისს – 6:2, 6:4, ხოლო მე-7 ნომრად განთესილ თურქ სეფა სულუოღლუს – 6:2, 7:6 (7:3) სძლია. სამწუხაროდ, გადამწყვეტ რაუნდში შოთამ მე-13 განთესვის მქონე ავსტრალიელ ალექსანდერ ბაბანინესთან 6:4, 1:6, 3:6 წააგო.

პირდაპირ ძირითად ბადეში იყო დაშვებული გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც საწყის წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ლეონ შუტს (გერმანია) გაეჯიბრა და 1:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილმა და მეფარიძემ “უაილდ ქარდის” მქონე ლიბანურ-ჰოლანდიურ დუეტთან (სამაჰა-ვან ლეისენი) 2:6, 6:3, 6:10 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115024