ავტოსპორტი

1:23 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოივილმა თავის კარიერაში მეორე გამარჯვება იტალიაში მოიპოვა

სარდინიაზე გამართულ რალის მსოფლიო ჩემპიონატის იტალიურ ეტაპზე, გამარჯვება „ჰიუნდაის“ ბელგიელმა ტიერი ნოივილმა მოიპოვა. მან სულ ცხრა სპეცმონაკვეთზე აჩვენა საუკეთესო დრო და 24 წამით აჯობა უახლოეს მდევარს, იარი-მატი ლატვალას. სუპერ სპეცმონაკვეთზე საუკეთესო იყო სებასტიან ოჟიე, მაგრამ ის საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ამის მიუხედავად, კლასიფიკაციაში მას თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს, ვიდრე მეორეზე მყოფ დანიელ სორდოს, რომელიც იტალიაში მეოთხე შედეგს დასჯერდა. სუპერ სპეცმონაკვეთზე ოჟიემ ერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამან საუკეთესო დროის დაფიქსირებაში ხელი ვერ შეუშალა. ამ მონაკვეთის მოგებით, მან თავისი საჩემპიონატე მონაგარი სამი ქულით შეავსო.

ნოივილისთვის ეს კარიერაში მეორე გამარჯვებაა მსოფლიო ჩემპიონატზე. მართალია, რბოლის შემდეგ, ტექნიკურმა შემოწმებამ აღმოაჩინა, რომ „ჰიუნდაის“ ავტომობილს არა ჰომოლოგირებული გვერდითა შუშები აქვს (რომლებიც დარეგისტრირებულთან შედარებით, სულ რაღაც, 17 და 19 გრამით მსუბუქებია), მაგრამ ამის გამო, კორეული გუნდი 50 000 ევროთი დაჯარიმდა, ნოივილის გამარჯვება კი ძალაში დარჩა.

გუნდის შეფმა მიშელ ნანდანმა აღიარა, რომ ამ შუშებს სეზონის პირველივე რბოლიდან იყენებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დარეგისტრირებული შუშების დაყენება სრულად აწყობილ კარებზე ვერ მოხერხდა. ყველაფერი კი ჰომოლოგაციის პროცესის დროს დაშვებულ შეცდომას მიაწერა.

იტალიის რალი

  1. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 3:35:25.800
  2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) +00:24.800
  3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 01:37.800
  4. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:54.000
  5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 05:26.400
  6. ერიკ კამიი (საფრანგეათი, ფორდი) 05:59.800
  7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 06:22.200
  8. ტეემუ სუნინენი (ფინეთი, შკოდა) 08:57.400
  9. იან კოპეცკი (ჩეხეთი, შკოდა) 09:47.000
  10. კარლ კრუუდა (ესტონეთი, ფორდი) 13:28.500

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ოჟიე - 132 ქულა; 2. დანიელ სორდო - 68; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენ II) - 67; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 58; 5. ჰაიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) - 57; 6. იარი-მატი ლატვალა - 56; 7. ტიერი ნოივილი - 48; 8. ოტ ტაენაკი - 34; 9. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტრონი) - 26; 10. ერიკ კამიი (საფრანგეთი, ფორდი) - 22...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126731