ფეხბურთი

12:10 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკა მეოთხედფინალშია, ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა (+VIDEO)

მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხავიერ ერნანდესისა და ორიბე პერალტას გოლებით იამაიკა 2:0 დაამარცხა (VIDEO). ამ გამარჯვებით C ჯგუფში მოასპარეზე მექსიკელებმა 6 ქულა დააგროვეს და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეოთხედფინალის საგზური გაინაღდეს.

ამავე ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს ვენესუელას ნაკრები, რომელმაც სოლომონ რონდონის ერთადერთი გოლით ურუგვაის ნაკრებს მოუგო - 1:0 (VIDEO). პირველი ტურის მატჩის მსგავსად ამჯერადაც არ უთამაშია ურუგვაელთა ლიდერს ლუის სუარესს. ურუგვაელთა მთავარი მწვრთნელის ოსკარ ტაბარესის განცხადებით, “ბარსელონას” ფორვარდმა ტრავმის შემდეგ კონდიციების სრულად აღდგენა ვერ შეძლო და მოუმზადებელ ფეხბურთელს მოედანზე ვერ გაიყვანდა.

ვენესუელელებმა მექსიკელთა მსგავსად ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს და ამ ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა 14 ივნისს, მექსიკასა და ვენესუელას შორის, მხოლოდ პირველი ადგილის ბედს გადაწყვეტს.

C ჯგუფი. II ტურის მატჩები

მექსიკა - იამაიკა 2:0

ურუგვაი - ვენესეულა 0:1

1. მექსიკა 2 2 0 0 5:1 6
2. ვენესუელა 2 2 0 0 2:0 6
3. ურუგვაი 2 0 0 2 1:4 0
4. იამაიკა 2 0 0 2 0:3 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113766