ფეხბურთი

0:15 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფას წარმომადგენლის ვიზიტი სფფ-ში (+VIDEO)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით უეფას საგანმანათლებლო სამსახურის ხელმძღვანელი ფრენკ ლუდოლფი იმყოფება.

9 ივნისს, უეფას მაღალჩინოსანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს დავით მუჯირს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების შესახებ ისაუბრეს.

ფრენკ ლუდოლფი: „საქართველოში მწვრთნელების განვითარების პროცესმა ახალ საფეხურს მიაღწია და სწორედ ამას უკავშირდება ჩემი და ჩემი კოლეგის დანი რიზას აქ ყოფნა. დასრულდა უეფას პრო-ლიცენზიის პირველი კურსი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის.

უმაღლესი დონის მწვრთნელების გარეშე კარგი მოთამაშეების აღზრდა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ეს ჩინებულ ინვესტიციასა და დიდ მიღწევას წარმოადგენს“.

სფფ-ის პრესსამსახური

0.150045