ჭადრაკი

13:57 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურები ჯავახიშვილს და ხურციძეს

ქართველმა მოჭადრაკეებმა ლელა ჯავახიშვილმა (2493) და ნინო ხურციძემ (2409) ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. როგორც უკვე ვიუწყებოდით, მათ ამ წარმატებას ევროპის ინდივიდუალურ პირველობაზე მიააღწიეს, სადაც შესაბამისად, მე-9 და მე-10 პოზიციები ერგოთ.

რუმინეთის კურორტ მამაიაში გამართული ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 27 ქვეყნის წარმომადგებელი 112 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 11 000 მოდიოდა. ამასთან, I-XIV ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ლიცენზიით დაჯილდოვდნენ.

შესაბამისად, მიზნამდე სულ მცირედი დააკლდა სოფო ხუხაშვილს (2355), რომელმაც მე-15 ადგილი დაიკავა. დანარჩენმა ქართველებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: 21. სალომე მელია (2409) – 7.0; 45. ნინო ბაციაშვილი (2476) – 6.0; 52. მერი არაბიძე (2363) – 5.5; 67. მაია ლომინეიშვილი (2367) – 5.0; 80. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 5.0; 87. მირანდა მიქაძე (2233) – 4.5; 98. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 4.0; 99. სოფიო გვეტაძე (2311) – 4.0;

შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა, 2450) გახდა, რომელმაც 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ესპანელ საბრინა ვეგა გუტიერესს (2375) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114177