ფეხბურთი

17:08 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილება გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მყოფი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა. როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური იტყობინება, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ტრავმირებული ანტონიო რუდიგერი ჯონათან ტაჰით შეცვალა. "რომას" მცველმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.

"ლევერკუზენის" 23 წლის მცველს აქამდე ნაკრებში ერთი თამაში აქვს ჩატარებული, მისი დებიუტი 26 მარტს ინგლისთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066345