ფეხბურთი

18:41 | 6.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ევრამ “იუვესთან” გაახანგრძლივა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ფრანგ მცველ პატრის ევრასთან კონტრაქტი ერთი წლის ვადით, 2017 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი გვამცნობს. ამასთან, თუ მომავალ ზაფხულს მხარეებს სურვილი ექნებათ, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.

35 წლის ევრა, რომელიც ახლა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება, “იუვენტუსში” 2014 წლის ზაფხულში ინგლისური “მანჩესტერიდან” გადავიდა და გასულ ორ სეზონში ტურინული გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ.

პატრის ევრამ ორწლიან იტალიურ კარიერაში, ორ-ორჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ხოლო ერთხელ იტალიის სუპერთასი. ამასთან, ზუსტად ერთი წლის წინ, 2015 წლის 6 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

0.113851