კალათბურთი

0:53 | 2.06.2016 | ნანახია 3452 - ჯერ

ვაჟა კვარაცხელია: ,,საქართველოში კარგი გუნდის გასაკეთებლად, 700-800 ათასი ლარია საჭირო ’’

კალათბურთში საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში უაღრესად დაძაბული გამოდგა ,,სოხუმისა’’ და ,,ქუთაისი 2010’’-ის დაპირისპირება, რომელშიც ზღვისპირელები მომავალ ჩემპიონთან მინიმალური სხვაობით 2:3 დამარცხდნენ. ამას გარდა, "სოხუმმა" საქართველოს თასისა და ზურაბ საკანდელიძე მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალშიც ითამაშა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გუნდისთვის, რომელმაც XXIV ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, VII ადგილი დაიკავა, წლევანდელი სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. ,,მსოფლიო სპორტი’’ ,,სოხუმის’’ მთავარ მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიას ესაუბრა:

- 2015-2016 წლების სეზონში ,,სოხუმის’’ მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ხართ?
- ჩემპიონატის დაწყების წინ ჩვენი პროგრამა- მინიმუმი პლეი-ოფში გასვლა იყო. მოკლე სათადარიგო სკამის მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით და ამის გარდა, საქართველოს თასისა და საკანდელიძე- ქორქიას მემორიალის ფინალშიც ვითამაშეთ. ამის გათვალისწინებით, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ.
- პლეი-ოფში ,,სოხუმის’’ დამარცხების მიზეზი რა იყო?
- მოკლე სათადარიგო სკამი. მთელი სეზონის სიმძიმემ ძირითადად 6-7 კალათბურთელზე გადაიარა. სწორედ ეს იყო ნახევარფინალში ჩვენი დამარცხების მიზეზი, რადგან ხუთი მატჩის ჩატარება მოგვიწია და გუნდი გადაიღალა.
- სეზონის დაწყების წინ რატომ არ გაითვალისწინეთ, რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო, რომელიმე ტურნირის მოგება ან ჩემპიონატში ერთ ერთი სინჯის მედლის მოპოვება გაგიჭირდებოდათ ?
- კი ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ გრძელი სკამისათვის დიდი ფულია საჭირო.
- სახელმწიფო ხომ გაფინანსებთ ?
- გვაფინანსებს, მაგრამ ეს თანხა არაა საკმარისი კარგი გუნდის გასაკეთებლად.
- რა თანხით გაფინანსებთ სახელმწიფო?
- სახელმიფო 450 000 ლარით გვეხმარება. აქედან 57 000 ფედერაციაში შეგვაქვს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის.
- ჩემპიონატში სამონაწილეო თანხა სხვა გუნდებსაც ხომ შეაქვთ ?
- რა თქმა უნდა, სხვა გუნდებსაც შეაქვთ, მაგრამ ჩვენ მეტი გვეხარჯება, რადგან ჩვენი კლუბი ერთადერთია, რომელსაც სხვებისაგან განსხვავებით, ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში გამოჰყავს გუნდი. უმაღლესი ლიგის გარდა ეს არის 14, 16, 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატები. ცოტა ხნის წინ დასრულებულ 20 წლამდელთა ჩემპიონატში ჩვენი გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.
- და რა თანხაა საჭირო კარგი გუნდის გასაკეთებლად?
- დახლოებით 700-800 ათასი ლარი.
- სახელმწიფოს გარდა სპონსორი თუ გყავთ?
- არა.
- რატომ?
- საქართველოში ძნელია სპონსორი მოიძიო კალათბურთში.
- ,,სოხუმის’’ კალათბურთელებიდან ყველაზე კარგად ვინ ითამაშა?
- როგორც უკვე აღვნიშნე, მოკლე სკამი გვქონდა და სეზონის მთელმა სიმძიმემ ძირითადად 6-7 კალათბურთელზე გადაიარა. რომელიმე მათგანის გამოყოფისაგან თავს შევიკავებ.
- ლეგიონერების თამაშით კმაყოფილი დარჩით?
- ორი ლეგიონერი ფილიპ მილერი და ანდრე სმიტი გვყავდა. მილერი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ხოლო სმიტმა შედარებით მოკრძალებული შედეგი აჩვენა.
- მეთიუ გლოვერიც ხომ თამაშობდა თქვენთან?
- თამაშობდა, მაგრამ გუნდის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და მის ნაცვლად სმიტი ავიყვანეთ.
- მომავალი სეზონისათვის მილერის დატოვებას ხომ არ აპირებთ?
- ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, მილერს სიამოვნებით დავიტოვებდით.
- ახალ სეზონში ,,სოხუმში’’ რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ?
- ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი თანხებზე იქნება დამოკიდებული.
- ,,სოხუმი’’ ახალი სეზონისათვის როდის შეიკრიბება?
- დაახლოებით, აგვისტოში.
- წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ორის ნაცვლად ოთხი წრისაგან შედგებოდა. თქვენი აზრით ამ ცვლილებამ გაამართლა?
- დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ამ ცვლილებისათვის. ამან ნამდვილად გაამართლა. კალათბურთელებს ხშირად უწევდათ თამაში და მუდამ ფორმაში იმყოფებოდნენ.
- გუნდებში ლეგიონერების რაოდენობაზე რას გვეტყვით? როცა თითოეულ გუნდს შეუძლია მაქსიმუმ ოთხი ლეგიონერი აიყვანოს და ერთდროულად მაქსიმუმ სამი ათამაშოს, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს აღარ უწევთ თამაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენად გამართლებულია გუნდში ამდენი ლეგიონერის ყოფნა?
- აჯობებს თუ მოედანზე მაქსიმუმ ორი ლეგიონერი იქნება.
- ჩვენი საუბრის ბოლოს, საქართველოს ახალ ჩემპიონ ,,ქუთაისი 2010’’-ს შესახებ რას გვეტყვით?
- ვულოცავ ქუთათურებს ამ წარმატებას. კარგი გუნდია და ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვეს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქუთაისელი გულშემატკივრები და გუნდის ფანკლუბი. გადაჭედილ ტრიბუბებსა და ისეთ გულშემატკივრობას, როგორიც ქუთაისშია, სუპერლიგის ნებისმიერი გუნდი ინატრებდა.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:28 | 03.06.2016
sarpi (378)

გეთანხმებით იმაში, რომ ქართულ კალათბურთში საერთოდ სისტემა არის შესაცვლელი და საჭიროა, რომ სახელმწიფო უფრო მეტი დახმარება გაუწიოს გუნდებს ინფრასტრუქტურის კუთხით /დარბაზით, ავტობუსით და კომუნალური გადასახადის ნაწილის დაფარვით/."სოხუმი" კი იყო და არის ძალიან მებრძოლი გუნდი-არც დარბაზი აქვს თავისი და არც ავტობუსი ყავს, მაგრამ ბოლო 5-6 წელი სულ ლიდერთა ჯგუფშია და იბრძვის ბოლომდე! ეს კი ვაჟა კვარაცხელიას და მისი ასისტენტების -თემურ კანკიას და ლიკა ქაჯაიას -დამსახურება! სოხუმს რომ ქონდეს ისეთი მშვენიერი დაფინანსება და პირობები, როგორც ბათუმს, ქუთაისს და დინამოს აქვს, დარწმუნებული ვარ-სოხუმი სულ ჩემპიონი ან ვიცე-ჩემპიონი იქნებოდა და ევროპაზეც ითამაშებდა!

10:48 | 03.06.2016
Gia_Volski (57)

ბატონო ვაჟა განვითათარება ბიუჯეტის მომატება დაკლებით არ განისაზღვრება. თუ განვითარებაზე საუბრობთ აქ მთელი სისტემაა შესაცვლელი და ჩამოსაყალიბებელი დაწყებული ბავშვთა ლიგებიდან და ასე შემდეგ. რაც შეეხდბა თქვენს გუნდს, რომელ განბითარებაზეა საუბარი 1 კაცი წყვეტს ყველაფერს, მწვრთნელიც ეგაა, დირექტორიც ფინანსისტიც, პიარიც მარკეტინგიც, ერთი თამაში არ იცის თორე თვითონაც ითამაშებდა. თქვენ განვითარების და დონის აწევის მიზნით მანიპულირებთ რომ 7000-8000 ათასი გინდათ ბიუჯეტი? აი მე მაინტერესებს როგორც ფინანსისტს მილიონი რომ მოგცეს ფედერაციამ, როგორ აამაღლებთ ჩენპიონატის დონეს? ვერაფრით! ამიტომ ჯერ სისტემა დადეთ განვითარების თავი რო მოგაქვთ ყველას ყველაფრის მცოდნეებად და მერე მოითხივეთ თანხები

23:52 | 02.06.2016
sarpi (378)

იმედია, რომ "სოხუმი" გაძლიერდება და მომავალ სეზონში სუპერლიგის ფინალში გავა! თასის ფინალში ორჯერ თამაშობდა სოხუმი-2014 და 2016 წელს მოვიდა დრო, რომ სოხუმმა მოიგოს ეროვნული თასი!

22:56 | 02.06.2016
svaneti (102)

სოხუმს რომ ქონდეს ისეთი კარგი დაფინანსება და ისეთი კარგი პირობები როგორც ქუთაისს, ბათუმს და თბილისის დინამოს აქვს, სოხუმი სულ 1-2 ადგილზე იქნებოდა საქართველოში და ევროჩელენჯშიც ითამაშებდა კარგად . ყველამ იცის და შეგახსენებთ-აზერბაიჯანის ფეხბურთის ჩემპიონატში ერთერთი საუკეთესო გუნდია "ყარაბახი", რომელიც ევროტურნირებზე თამაშობს, უკრაინის ჩემპიონი ჰოკეიში გახდა დონეცკის "დონბასი"-ის უკრაიინის სახელით ევროტურნირზე გამოვა. კვიპროსში ბოლო წლებში ერთი ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდია "ანორტოსისი"-ისიც დევნილთა გუნდია... ამ ყვეყნებში სახელმწიფო და ბიზნესმენები მაგრად ეხმარებიან ასეთ გუნდებს , რადგან ესმით დევნილთა გუნდების წარმატების და ევროარენაზე გამოსვლის ფასი. იმედია, რომ საქართველოშიც სახელმწიფო და ბიზნესმენებიც იფიქრებენ სოხუმის საკალათბურთო გუნდის უფრო მეტ დახმარებაზე-გადაეცით ამ გუნდს დარბაზი, მიეცით ავტობუსი და შემდეგ მათ უფრო მეტი შედეგი ექნებათ საქართველოშიც და ევროპაზე ითამაშებს !

22:55 | 02.06.2016
normali (400)

კარგი იქნება, თუ სახელმწიფო და ბიზნესკომპანიები უფრო მეტ დახმარებას გაუწევენ საქართველოს ნაკრებს და გუნდებს, მათ შორის სოხუმის კლუბს-საქართველოს ერთიანობის სიმბოლის! რამდენიმე წელი საქართველოს ნაკრებს არ ყავდა გენერალური სპონსორი და ორი თვის წინ რკინიგზა გახდა ნაკრების სპონსორი! ასე იოლი რომ იყოს სპონსორის მოძებნა -ნაკრებს და ყველა გუნდს ეყოლებოდა ძლიერი სპონსორი!

21:13 | 02.06.2016
svaneti (102)

სოხუმს რომ ქონდეს ისეთი კარგი დაფინანსება და ისეთი კარგი პირობები როგორც ქუთაისს, ბათუმს და თბილისის დინამოს აქვს, სოხუმი სულ 1-2 ადგილზე იქნებოდა საქართველოში და ევროჩელენჯშიც ითამაშებდა კარგად . ყველამ იცის და შეგახსენებთ-აზერბაიჯანის ფეხბურთის ჩემპიონატში ერთერთი საუკეთესო გუნდია "ყარაბახი", რომელიც ევროტურნირებზე თამაშობს, უკრაინის ჩემპიონი ჰოკეიში გახდა დონეცკის "დონბასი"-ის უკრაიინის სახელით ევროტურნირზე გამოვა. კვიპროსში ბოლო წლებში ერთი ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდია "ანორტოსისი"-ისიც დევნილთა გუნდია... ამ ყვეყნებში სახელმწიფო და ბიზნესმენები მაგრად ეხმარებიან ასეთ გუნდებს , რადგან ესმით დევნილთა გუნდების წარმატების და ევროარენაზე გამოსვლის ფასი. იმედია, რომ საქართველოშიც სახელმწიფო და ბიზნესმენებიც იფიქრებენ სოხუმის საკალათბურთო გუნდის უფრო მეტ დახმარებაზე-გადაეცით ამ გუნდს დარბაზი, მიეცით ავტობუსი და შემდეგ მათ უფრო მეტი შედეგი ექნებათ საქართველოშიც და ევროპაზე ითამაშებს !

22:27 | 02.06.2016
eke99 (1362)

Soxums rodesac qonda fuli gvaxsovs rogor daasrula evrochelenjic da rogorc garbodnen legionerebi ukapikod fibashi chivilit. Aravin ushlida rkinigzisgan damatebiti tanxebi qonoda an sxva sponsori. Karabahi kerdzo gundia da uvlian da mouaros kerdzod biznesmenma mere vin ushlit

20:55 | 02.06.2016
sarpi (378)

გასულ კვირას სოხუმი U 20 გახდა საქართველოს ჩემპიონი, ალბათ, რამდენიმე მოთამაშეს ახალგაზრდული გუნდიდან ძირითად გუნდში მიიწვევენ!

20:52 | 02.06.2016
sarpi (378)

"სოხუმი"-მებრძოლი გუნდია. არც დარბაზი აქვს თავისი და არც ავტობუსი ყავს, მაგრამ ბოლო 5-6 წელი სულ ლიდერთა ჯგუფშია და იბრძვის ბოლომდე! წარმატებები სოხუმს!

14:17 | 02.06.2016
levani82 (41682)

57 ათასი რა ამბავია

18:54 | 02.06.2016
buska (1193)

და ამ ამბავზე რატომ არ წერთ მსოფლიო სპორტი?
6.5 მილიონი "ხარჯავს" ფედერაცია და მხოლოდ სამი ბავშვი გაუშვა ესპანეთში...
ერთი უკან დაბრუნდა 2 თვეში საჭმელს არ აჭმევდნენ და მეორეს მამამისი უხდის ცხოვრების თანხას და ამ ფულით თურმე ვიღაც აფრიკელ ბავშვებს ამზადებენ და აცხოვრებენ ვითომ... მართალიც რომ იყოს რა აფრიკელები ჩვენ ბავშვებს მიხედეთ თქვენი დ.ე.დ.ა.ც. მართლა რა...
საღოლ რა ამათ... დასაჭერები არიან თუ ეს ყველაფერი მართალია:
0?'>http://ghn.ge/com/news/view/154240':'>http://ghn.ge/com/news/view/154240')) ვინღა სეჭამს მერე ფულება არა ცინა ფედერაცი და არა ახალი

14:28 | 02.06.2016
eke99 (1362)

თანხას თუ ვერ იხდი და გეზედმეტება მაშIნ ამბიცია არ უნდა გქონდეს იქ შეყოფის და უნდა სუპერლიგით დაკმაყოფილდე. თორემ კი გვახსოვს ზოგი კლუბის განმოსვლა ევროჩელენჯზე და მერე ათასი დავალიანება და პრობლემა და სირცხვილი

14:16 | 02.06.2016
levani82 (41682)

ვი თი ბი ლიგაზე რაღაცა თანხაა შესატანიო და ევროჩელენჯზე უფასოდ კი არ გათამაშებენ

14:10 | 02.06.2016
qomagi555 (259)

და ამ ამბავზე რატომ არ წერთ მსოფლიო სპორტი?
6.5 მილიონი "ხარჯავს" ფედერაცია და მხოლოდ სამი ბავშვი გაუშვა ესპანეთში...
ერთი უკან დაბრუნდა 2 თვეში საჭმელს არ აჭმევდნენ და მეორეს მამამისი უხდის ცხოვრების თანხას და ამ ფულით თურმე ვიღაც აფრიკელ ბავშვებს ამზადებენ და აცხოვრებენ ვითომ... მართალიც რომ იყოს რა აფრიკელები ჩვენ ბავშვებს მიხედეთ თქვენი დ.ე.დ.ა.ც. მართლა რა...
საღოლ რა ამათ... დასაჭერები არიან თუ ეს ყველაფერი მართალია:
0?'>http://ghn.ge/com/news/view/154240':'>http://ghn.ge/com/news/view/154240'))

13:22 | 02.06.2016
eke99 (1362)

ბატონო ვაჟარა ორ ლეგიონერზე აპელირებ როცა ელემენტარულად ქართველი კალათბურთელი სუპერლიგის დონის არ გყავს მაგდენი რომ კარგ გუნდი გააკეთო. იმის მაგივრად რომ პირიქიტ ლეგიონერები იყოს მეტი და დონე იწეოდეს და ქართველ კალათბურთელებს კონკურენციის გარემო ქონდეს პირიქით ამბობთ

09:56 | 02.06.2016
georgiaaa (502)

მაგისათვის მეორე ჩემპიონატია და იქ მონაწილეობაა საჭირო და გამარჯვება, წელს კაკტუსმა მოუგო ვითას და ის გადადის ვითიბი ლიგაზე

13:13 | 02.06.2016
eke99 (1362)

საიდან იგონებ ეგეთ სისულელეს. რა ვთბ ლიგაზე გადადის კაკტუსი)))))))))))))) ან რა შუაშია კაკტუსთან მოგება. სანამ ეგ ა ლიგა დაიწყებოდა ვითა უკვე ვთბ ში იყო და კავშირი არანაირი არაა ა ლიგასა და ვთბს შორის.

06:59 | 02.06.2016
torpedo33 (125)

Magi zma tviton vitibi ligi ufroobatan molaparakebaa sachiro tan gadaaxdelia ragac tanxa arada qutaisi rom dauhvan mand minimum 10 12 tamashs moigeben darcmunebuli var da tan vitasavit 50 quliani xvaobebit ar caageben grandebtan

02:15 | 02.06.2016
dato_ (283)

ძაან მაგარი იქნება ქუთაისს თუ გამოიყვანენ ვთბ ლიგაზე. თუ არის შესაძლებლობა სადაც ვითა იყო მემგონი არც ეგ იქნება პრობლემა ყველა პირობაა მაგისთვის. დარბაზი, გულშემატკივრები. აეროპორტი... სულ გაივსება დარბაზი ნამდვილი ზეიმი იქნება იმსახურებს ქუთაისი მემგონუ ყველანაირად. რა არის ამისთვის საჭირო ხო არ იცით ზუსტად??

13:15 | 02.06.2016
eke99 (1362)

მაგ უაზრო ვთბ ლიგის ნაცვლად ის მაინც ინატრე შე კაი კაცო რომ ევროჩელენჯზე დავიწყოთ სტაბილურად თამაშI, რომ წარმატებები ქონდეთ იქ კლუბებს და ეგებ როგორმე მერე ევროქაფამდე მივაღწიოთ. რა ვთბ ? რის ვთბ? ინატღეთ უკეთესი და ვინატროთ უკეთესი სპორტის სასახლე ქუთაისისთვის,სოხუმისთვის, რუსთავისთვის რომ განვითარდეს მეტად კალათგბურთი

0.064762