საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებსაც უხმო.
რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებში ის კალათბურთელები გამოიძახეს, რომლებიც ეროვნული გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ - ნიკოლოზ ცქიტიშვილს, გიორგი გამყრელიძეს, ანატოლი ბოისას.
ზუროსმა გაფართოებულ შემადგენლობაში იხმო ახალგაზრდები - გიგი გოგობერიშვილი, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური და კახა ჯინჭარაძე. ეს 2 უკანასკნელი ეგრეთ წოდებული, სარეზერვო კანდიდატები იქნებიან. ბექაური და ჯინჭარაძე საქართველოს „ბ“ ნაკრებში იქნებიან და გუნდს ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ გაჰყვებიან. თუკი ეროვნულ გუნდს ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე გამოაკლდება - მათ ადგილს ჯინჭარაძე და ბექაური დაიკავებენ.
ეს გახლავთ სამუშაო, წინასწარი სია, რომელმაც სამწვრთნელო შტაბის შეკრების შემდეგ, შესაძლოა, მცირე ცვლილება განიცადოს.
გთავაზობთ აღნიშნულ სიას:
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
1. ფაჩულია 2.შერმადინი 3.სანიკიძე 4. შენგელია 5.ცქიტიშვილი 6.სანაძე 7. ბურჯანაძე 8.მარკოიშვილი 9.ცინცაძე 10. ნატურალიზებული 11. ახალგაზრდა გამთამაშებელი და 12. ახალგაზრდა ფორვარდი .............( შარაბიძე, მეტრეველი, ლეჟავა, ბოისა სულ ტყუილა არიან ამ შემადგენლობაში)...გამყრელიძეს ცოტა არა უშავს, მაგრამ თუ ნატურალიზებული გამტამაშებელი იქნება სჯობია ახალგაზრდებს დაუთმოს გზა, ისედაც ეს ამ ფორმაციის ნაკრების ბოლო ევროპა იქნება და მერე რა გვეშველება სჯობია მაგაზე იფიქრონ
დვალიშვილი და ჩლაიძე რა მიზეზით არ არიან ისევ?პირველი შარაბიძე&მეტრეველის დუეტსარ ჩამორჩებანამდვილად,მეორე-ალბათ ერთადერთი "+" ვითას წლევანდელი ტანჯვების...უცხოელს რაც შეეხება: მალკომ დილეინი ამჟამად საუკეთესო ვარიანტია! ლოკომოტივი ევროპაში მე-3 ადგილზე გაიყვანა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო წელს...სროლაც აქვს,არ ღორობს,კარგი სისწრაფე აქვს,საკმაოდ გამოცდილია და გადამწყვეტ მომენტებში ხელი არ უკანკალებს!თან შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მაგარ ფორმაშია...
hamilton (1185) მე კი ვიცი ცქიტიშვილი რისი მაქნისია და რა შეუძლია მაგრამ აქ ბევრი იყო და არის შეპყრობილი ცქიტომანიით)))))
არასდროს არ გამიკრიტიკებია კოკოშკოვი ცქიტიშვილის არ გამოძახების გამო და ჩემი აზრით ეხლაც არ იმსახურებს ნაკრებს
ნაკრებს ჭირდება და ცქიტომანია სხვადასხვაა და რითი არ დაიმსახურა ნაკრები იქნებ ეგეც თქვა
ძალიან მაინტერესებს გოგობერიშვილმა და ზაქრაძემ სად გამოიჩინეს ესე თავი? სუპერლიგაში არ უთამაშიათ.თუ რამე შეუძლიათ მემგონი ჯობდა ჯერ თავის ასაკში 20წლამდელებში დაემტკიცებინათ თავისი შესაძლებლობები და შემდეგ აეყვანათ ნაკრებში. ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა და მათთვისაც უფრო კარგი იქნებოდა! ალბათ ესენი ბოისას პროტეჯეები არიან, მთელი გუნდიც ხო ესეა შერჩეული!!
ამათ მაგივრაд ახალგაზრдები გამოეძახაო,რას ნიშნავს? ვინ ახალგაზრдები,ბოლოს ქართულ ოლსტარში საოცარი შოუ რო გვაჩვენეს дა ვიдეოც რო дევს იუთუბზე, მონღოლები дა ვიეტნამელებიც რო дაგვცინიან, ეგ ახალგაზრдები ხოო ?
ძმისშვილი მყავს 5 წლის.გუშინ ვენдისში მყავдა. дავაყენე სათამაშო дანაдგართან дა თითქმის ყველა ბურთი ჩააგдო. ისიც ხომ არ გამოეძახა ?
მშვენიერი ხალხია შერჩეული,წარმატებები ზუროსს дა ბიჩებს.
აბა ლეჯავას, ბოისას და გამყრელიძის ნაკრებში წაყვანას პენსია რომ დაენიშნათ მაგათთვის ის აჯობებდა!))))
პენსიამдე უკლიათ ჯერ ორი წელი, გამყრელიძეს საერთოд ოთხი წელი უკლია, 61 წლისაა ჯერ ))))))
რამдენიმე ახალგაზრдა არის ისეдაც дა საკმარისია,ბოლობოლო ნაკრებია თუ ბომბორას პარკი
ლუკა ზაქრაძე რა შუაშია,რა დამსახურებისთვის?ირაკლი მიქელაძის ჯერი არ დადგა?მშვენიერი სეზონი ჩაატარა და თან ახალგაზრდა და პერსპექტიულია.
და ამ ამბავზე რატომ არ წერთ მსოფლიო სპორტი?
6.5 მილიონი "ხარჯავს" ფედერაცია და მხოლოდ სამი ბავშვი გაუშვა ესპანეთში...
ერთი უკან დაბრუნდა 2 თვეში საჭმელს არ აჭმევდნენ და მეორეს მამამისი უხდის ცხოვრების თანხას და ამ ფულით თურმე ვიღაც აფრიკელ ბავშვებს ამზადებენ და აცხოვრებენ ვითომ... მართალიც რომ იყოს რა აფრიკელები ჩვენ ბავშვებს მიხედეთ თქვენი დ.ე.დ.ა.ც. მართლა რა...
საღოლ რა ამათ... დასაჭერები არიან თუ ეს ყველაფერი მართალია:
0?'>http://ghn.ge/com/news/view/154240':'>http://ghn.ge/com/news/view/154240'))
ფაცაცია და ფხაკაძე რატომ არ არიან? არ იმსახურებდნენ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრას?
აუ ამ ნაკრებში აშკარად ზედმეტები არიან, შარაბიძე მეტრეველი ბოისა გამყრელიძე ლეჟავა.... იმიტომ რომ ახალგაზრდებიც არ არიან რომ თქვა მომავლისთVის აჩვევსო და ვერც ახლა ვერ მოაქვთ ვერავითარი შედექი, ვინმეს დასასვენებლად თუ მიყავთ თამაშის დროს ეგეც გამორიცხულია რაა, ფაჩულიას შერმადინი დაასვენებს, მარკოიშვილს სანაძე, სანიკიძეს ბურჯანაძე და ცქიტიშვილი ( მამენტ ცქიტიშვილს ფაჩულია სჰერმადინის დასვენებაც შეუძლია) ცინცაძე და ამერიკელი ერთმანეთს.... ხოდა ესენი აშკარად ზედმეტები არიან და ამას ჯობია ახალგაზრდები შეაჩვიონ, ბითაძე, ბულაშვილი, ისიანი და არიან კიდე რამოდენიმე
4 პოზიცია ჩამოთვალე მარტო და შენგელია სულ ამოაგდე ნაკრებიდან
))
მოდი მაშინ ესე ვთქვათ სანიკიძე 3ნომერზე დგას და ბურჯანაძე ვერდაასვენებს(რადგან საჭირო სისწრაფე არაქვს), ბურჯანაძე უფრო შენგელია-ცქიტიშვილის პოზიციაზეა(თუმცა ცოტა დაბალია)...
ცინცაძე-ამერიკელი
მარკოიშვილი-სანაძე
სანიკიძე-
შენგელია-ბურჯანაძე
ფაჩულია-შერმადინი
სანიკიძის დასვენება თუ გინდა სანაძეს შეუძლია 3ნომერზე დადგეს და შენგელიას შეუძლია გადასვლა კიდე, მის პოზიციაზე კი ამ დროს ცქიტო ან ბექა იქნებიან
ერთადერთი არგეთანხმები გამყრელიძის ამბავში, ნაკრებში როცა იყო თავისუფლად შეეძლო ცინცაძის დასვენება და გაფუჭებითაც არაფერს აფუჭებდა, აი შარაბიძე, მეტრეველი ბოისას შესახებ კი მე და შენ კი არა ყველა თანხმდება მემგონი, ზამენიდან შეყვანას აზრი არაქვს და რატო მიყავთ არავინ იცის..
ერთი კარგი ამერიკელი კი აუცილებელია ჩვენთვის, მაიკ ჯეიმსი კარგი ვარიანტია ჩემი აზრით....
ქართველი ასისტენტები თუ აღარ ეყოლება მაგაზე დიდი ბედნიერება არაფეირ იქნება!!! რა თQმა უნდა რამდენიმე მოთამაშის სიაში ყოფნა ჩემთვის მიუღებელია თუმცა იქნეაბ ნელ-ნელა ამოვძირკვოთ ტუღუში-უსტიაშვილის კამანდა ნაკრებში..
ბოისა და გამყრელიძე? ჩემი აზრით არ არიან მაინც სანაკრებო ხალხი რა.... თუმცა ორივეს აქვს თითო პლიუსი, ბოისა მაგარი მებრძოლია დაცვაში, გამყრელიძე სწრაფია და სწრაფად გადააქვს ბურთი, თუმცა სროლა არცერთმა არ იცის.... გამთამაშებლის ერთ ერთ მთავარი პლიუსი ბურთის გათამაშებასთან ერთად სამიანის სროლაა, გამყრელიძე კი სამიანს კია არ ორიანს და საჯარიმოსაც ვერ ისვრის, ეს კი სერიოზული მინუსია კალათბურთელის!!!
როგორც იქნა ცქიტო დააბრუნეს ნაკრებში და რა შეუძლია მაგ ბიჭს მალე გაიგებს ყველა. ცქიტოს დაბრუნება რომ ნამდვილად ზუროსის მოთხოვნაა მაგაში ალბატ ეჭვი არავის ეპარება, თორე ფედერაცია მაგის დამბრუნებელი არ იყო ნაკრებში! ახალგაზრდებს შანსი უნდა ეძლეოდეთ ნამდვილად და მიეცათ კიდეც ბევრჯერ შესარცევებზე და წინა ევროპაზე. მაგრამ ეს თაობა რაც გვყავს დიდი შანსია რომ შემდეგ ევროპაზე აღარ გვყავდეს და ბოლოჯერ უნდა თქვან თავიანთი სიტყვა ნორმალური მწვრთნელის ხელში. როგორც ვიცი ქართველი ასისტენტები აღარ ეყოლება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა!
აგერ კალათი და აგერ პარკეტი,ვნახოთ ცქიტიშვილი რისი მაქნისია ნაკრებში)))))
მაკედონიასთან არ გინახავს ზაზას და ცინცას გარეშე მოთამაშე ნაკრების თამაში ??? რისი მაქნისია ცქიტიშვილი მაგი ახლა უნდა ნახო შე კაცო? :დ
საღოლ რო ცქიტიშვილი გამოიძახა და დააბრუნა მაგარია
ჯერ ერთი ეს მითხარით, ასისტენტებად ტუღუში-უსტიაშვილის დუეტია ისევ, თუ თავისიანები მოიყვანა.
იმიტომ, რომ აქ ზოგიერთი ისეთი კალათბურთელია, რომ არა მგონია ისინი ზუროსის შერჩეული იყვნენ.
მაგ. ლეჟავა და ბოისა. ამ კალათბურთელებს შანსი ქონდათ და არა ერთხელ, მაგრამ ოდესმე რაიმე სარგებელი მოუტანიათ ნაკრებისთვის?
ანდა ამდენი გამთამაშებელი რა საჭიროა, ცინცაძე, ჯეიმსი და გამყრელიძე არ გვეყოფა?
და ამ დროს მართლაც ნიჭიერი მოთამაშეები - დვალიშვილი და ჩლაიძე გარეთ რჩებიან.
სამართალია ახლა ეს?
ბექაური ძაან კაი იგროკია მეტრეველს ჯობია
გამყრელიძე არ ვიცი რატო გამოიძახა და ბოისა უნდა გამოეძახა დაცვაში ძლიერია
ფაცაციას არგამოძახება არ გამკვირვებია. სულ ზარას მაღაზიაში ვხედავდი მაგას. კალათბურთისთვის ალბათ ვეღარ იცლის ბიჭი. ძალიან მეწყინა. შეიძლება დიდებული კალათბურთელი არ იყო, თუმცა ნაკრებისთვის საჭირო.
მაგარი შემადგენლობა დაუსახელებია ,ისე მაგის დედაც
ბიძინა ბაგრატ(ივან)იონი (4)- ს ვეთანხმები სრულიად. ეს შემადგენლობა ზუროსის დასახელებულია კიიი? მე არა მგონია
გამყრელიძეზე უკეთესი გამთამაშებელი მითხარი ქართველებიდან ცინცაძის გარდა...
გიორგი ცინცაძე-გიორგი გამყრელიძე
მანუჩარ მარკოიშვილი-დუდა სანაძე
ვიქტორ სანიკიძე-თორნიკე შენგელია
ნიკოლოზ ცქიტიშვილი-ბექა ბურჯანაძე
ზაზა ფაჩულია-გიორგი შერმადინი
ეს 10კაცი უნდა იყოს ამ შემადგენლობიდან ვინც არიან გამოძახებული(ფაცაციას არყოფნა გამიკვირდა), დანარჩენი უკვე უნდა იყვნენ 20წლამდელები რომლებზეც მომავალზე შეიძლება დაყრდნობა, 20წელზე უფროსებიდან კი შეიძლება შანსის პონტში გამოიძახო, მაგრამ არა ყოველ შესარჩევში სისტემატიურად, შარაბიძე-მეტრეველი ვხვდებით რომ უკვე ვეღარითამაშებენ იმ დონეს ნაკრებში წამყვანი პოზიცია რომ დაიკავონ, დღეს-დღეობით კი იმდენის თავიც არაქვთ ძირითადის ხალხი რომ დაასვენონ, მე პირადად აზრს ვეღარვხედავ ამ ბიჭების გამოძახების(ბოისა-ლეჟავაზე აღარაფერს ვამბობ)!!
ხო შეიძლებოდა სხვა ახალგაზრდებთან ერთად გამოცდილების მისაღებად წაეყვანათ ისიანი, ბულაშვილი და ისეთი ახალგაზრდები რომლებსაც მიუხედავად იმისა რომ დღეს შანსი არაქვთ გამოცდილებას მიიღებდნენ და მომავალში გახდებოდა შესაძლებელი მათზე დაყრდნობა...
- ამ ეტაპზე იდეალურთან მიახლოებული შემადგენლობაა.. განსაკუთრებით სასიხარულოა ცქიტიშვილის და გამყრელიძის დაბრუნება.
- რაც შეეხება ლეგიონერს - არ მგონია რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს.. თუ იმაზეა საუბარი რომ ლეგიონერით 1 თამაშით მეტს მოვიგებთ, მგონი აჯობებს ქართველები დავტვირთოთ..
- თუ ლეგიონერით იმის იმედი გვაქვს, რომ ევროპაზე მეოთხედფინალში გავაღწევთ, კი ბატონო რაზეა საუბარი.. ერთი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ - უნდა იყოს გამთამაშებელი, სამიანების მაღალი პროცენტით და იმ პერიოდში, როდესაც ნაკრების გვერდით იქნება იყოს ჩვენი ქვეყნის პატრიოტი.. და არა მოთამაშე ფულისთვის და კარიერისთვის...
შარაბიძე,ლეჟავა, გოგობერიშვილი და ა.ბოისა კარგი მოთამაშეებია არიან, მაგრამ დღევანდელ ნაკრებში მათი ადგილი არ უნდა იყოს! რატომ არ უნდათ გასინჯონ დიდ ნაკრებში დვალიშვილი და ჩლაიძე!
კიდე ნატურალიზირებულ კალათბურთელს როდის მოიყვანენ? მონტენეგროს ავტობუსს ჩამოყვება შესარჩევისთვის თუ მონტენეგროში დაგხვდება? მერე იძახეთ შეთამაშება აკლიაო.
იმედია გამყრელიძე არ შეგვრჩება გამთამაშებლად და ვინმე ნორმალურს მოიყვანენ
გამოიძახა ცქიტოები და ყლიტოები(გამყრელიძე, ბოისა) ვნახოთ ეხლა ვის რა შეუძლია.
მე თუ მკითხავთ გამყრელიძე ბოისიას სრულიად არაფრის მომცემ კალათბურთელების გამოძახებს ახალგაზდები გამოეძახებინა
წარმატებები, καλή επιτυχία!!
ევროპის შესარჩევს როდის ვიწყებთ?
ვაა ცქიტიშვილი გაიჩითა როგორც იქნა