ჩოგბურთი

22:32 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შანიძემ პირველი რაუნდი დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა შანიძემ, რომელსაც 2 ივნისს 15 წელი უსრულდება, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველი წრე დასძლია.

შანიძემ ავსტრალიელი ალექსანდრა ვალტერსი 7:5, 6:2 დაამარცხა და ახლა, მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილ ბელარუს სადამფოჯ ტოლიბოვასთან ჭიდილი ელის.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში შანიძე და რუსი სოფია დმიტრიევა მე-2 განთესვის მქონე რუსულ დუეტთან (ბეკერი-სილიჩი) 4:6, 4:6 დამარცხდნენ.

თეგებიანა შანიძე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05555