ფეხბურთი

22:33 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გაბალას” კაპიტანს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

დღეს, ბაქოში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომლის შედეგებითაც აზერბაიჯანული “გაბალას” კაპიტან ჯავიდ ჰუსეინოვს ჟურნალისტ რასიმ ალიევის გარდაცვალების ფაქტთან კავშირი დაუმკიცდა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ალიევი შარშან ადამიანთა ჯგუფის მიერ სასტიკად იქნა ნაცემი და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აზერბაიჯანში მაშინვე მიაქციეს ყურადღება, რომ აღნიშნულ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ჟურნალისტმა ფეხბურთელი გააკრიტიკა. როგორც აღმოჩნდა, ვანდალური აქტი სწორედ ამ მოვლენის გამოძახილი იყო.

საბოლოოდ, ჰუსეინოვის გარდა, 5 ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთაც ცხრიდან ცამეტ წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. ყველაზე მკაცრი სასჯელი ფეხბურთელის ბიძაშვილს – ელშან ისმაილოვს ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071508