28 მაისს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. ქუთაისში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები, ადგილობრივი „მართვე“ და ხაშურის „ივერია“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
„მართვეს“ მხრიდან ორ-ორი გოლით გორგაძე და გურგენიძე გამოირჩნენ, რასაც სტუმართა მხრიდან ჭუჭულაშვილმა უპასუხა. ამ გამარჯვებით ქუთაისის „მართვე“ ქალთა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრები 11 ივნისს გაიმართება.
ქსკ მართვე – ქსკ ივერია 4:1
ქუთაისი, „ტორპედოს“ ბაზა
ქსკ მართვე: ვაშაყმაძე, სტურუა, ჭუტიძე, შახკულიანი, გასვიანი, ჯანელიძე, გორგაძე, გურგენიძე, შონია, სინატაშვილი (75’ დვალიშვილი), შენგელია (75’ ცაავა)
მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი
ქსკ ივერია: გონგლაძე, ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი, გორგაძე, ტაბატაძე, გვილია (46’ ტურუნაშვილი), ხიმშიაშვილი, ჭუჭულაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე
მწვრთნელი: თემურ კობერიძე
მსაჯები: მანუჩარ კიკორია, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი
გოლები: 1:0 გორგაძე (5, პენ), 2:0 გურგენიძე (50), 3:0 გურგენიძე (58), 3:1 ჭუჭულაშვილი (82), 4:1 გორგაძე (90)
გაფრთხილება: 4’ ტაბატაძე, 43’ გასვიანი, 53’ ჯანელიძე, 81’ სტურუა, 84’ ტურუნაშვილი
სფფ-ის პრესსამსახური