ახლა უკვე ოფიციალურად, ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელია. “წითელმა ეშმაკებმა” 53 წლის პორტუგალიელი უკვე წარადგინეს. “განსაკუთრებული” “ოლდ ტრაფორდზე” მომდევნო სამი წლის განმავლობაში დარჩება, იუწყება “მანჩესტერის” ვებგვერდი.
“ჟოზე საუკეთესო მენეჯერია დღეს. მან მოიგო ტიტულები საფეხბურთო ქვეყნებში და რა თქმა უნდა, კარგად იცის პრემიერლიგია, რადგან სამჯერ აქაც ჩემპიონი გახდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, “მანჩესტერი” მიესალმება მას. კლუბს მისი გამოცდილება ნამდვილად წაადგება”, - თქვა ედ ვუდვორდმა.
თავის მხრივ, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი ჟოზე მოურინიომაც გააკეთა:
“გახდე “იუნაიტედის” მწვრთნელი ეს დიდი პატივია. ეს არის ცნობილი კლუბი მთელ მსოფლიოში. მე ყოველთვის ვგრძნობდი სიახლოვეს “ოლდ ტრაფორდთან”, ჩემი კარიერის განმავლობაში. მომავალ წლებში გულშემატკივრების სიყვარულის მოპოვების იმედი მაქვს”, - დასძინა მოურინიომ.