ფეხბურთი

11:00 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსმა” ფიგეირაში დაიმატა

“სევილიას” აწ უკვე ყოფილი მოთამაშე დიოგო ფიგეირაში “ოლიმპიაკოსში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია ბერძნული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “სევილიამ” მის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევრო მიიღო.

დიგეირაშმა განვლილი სეზონის პირველი ნახევარი “ჯენოაში” ჩაატარა იჯარით, ხოლო “სევილიაში” დაბრუნების შემდგომ მხოლოდ 5-ჯერ მოუწია თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11006