ფეხბურთი

18:44 | 24.05.2016 | ნანახია 3410 - ჯერ

ქვილითაიას შეძენა ბელარუსის ბატე-საც სურს

ბელარუსის ჩემპიონ ბატე-ს გიორგი ქვილითაიას გადაბირება სურს. როგორც შევიტყვეთ, ბატე-სთვის ამ ზაფხულს ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო მიმართულება სწორედ ქართველი ფორვარდის შეძენაა.

თბილისის დინამოელმა ქვილითაიამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავი გამოიჩინა, საუკეთესო ბომბარდირი გახდა 24 გატანილი გოლით.

ქვილითაიაზე ადრეც ვწერდით, რომ კიევის “დინამო” და ბელგრადის “პარტიზანი” დააინტერესა. რაც შეეხება ბატე-ს, ბელარუსის 12-გზის ჩემპიონია და 2006 წლიდან მოყოლებული არავის უთმობს პირველ ადგილს. გარდა ამისა, კლუბი ხშირად გადის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ქვილითაია ამჟამად ავსტრიაში იმყოფება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:50 | 25.05.2016
Jaba Gurgenidze (15)

ეს ის არაა უნგრეთსი რო თასზე სულ ჰეთთრიკებს აკეთებდა? თან გაცილებით პატარა იყო...არაა მთლად გაპიარებული,კაი იგროკია

21:09 | 24.05.2016
M.U2015 (19400)

დროგბას ვეთანხმები მე ჯერ მაგარი გაპიარებული ფეხბურთელი მგონია ამას ევროთასებზე ჯერ არაფერი გაუკეთებია და საქართველოს ჩემპი ყველამ იცით რა არის

01:32 | 25.05.2016
Levan911 (2406)

პიარით ბომბარდირები არ ხდებიან. აპიარონ ეგრე სხვებიც თუ გაიტანენ 24 გოლს. აქვს გოლის ალღო და შესანიშნავი სიმაღლე.

20:18 | 24.05.2016
რაჭა (10043)

ფოტოზე "გაბალაა" მე მგონი.....

21:03 | 24.05.2016
torbedinho (394)

ჰო გაბალასთან თამაშისდროს გადაგებული ფოტოა

19:28 | 24.05.2016
Erovnuli-Nakrebi (11812)

ანუ მეფე ბელორუსიაში გადადის? კიევის დინამო ჯობია, მარა იქ ფიზიკურად მოსპობენ, გადაუვლიან

19:19 | 24.05.2016
drogba-11 (13246)

ბატეში სათადარიგოზე ყოფნას დინამოში თამაში ჯობია ასე რომ დარჩი აქ

19:19 | 24.05.2016
drogba-11 (13246)

დაამტკიცე ევროტურნირებზე რა შეგიძლია და უკეთესი გუნდიც გიყიდის

19:14 | 24.05.2016
tornike_qochlaa (5528)

Rcheba kvilita evroturnirebze

19:14 | 24.05.2016
deqstera_best_7 (1964)

დავიწყოთ იმით რო შეკრებაზე ამხანაგურის მოგებას არანაირი მნიშვნელობა არაქვს, შარშან შახტარს მოვუგეთ მაგრამ ვინმე ფიქრობს რო შეგვიძლია ოფიციალურშიც დავამარცხოთ იგივე წარმატებით??

18:59 | 24.05.2016
saqartvelos chempionati (10)

ბატეს ისეთები ჩაუტარა დინამომ
ზამთრის შეკრებაზე ყვრლაფერში დავჩაგრეთ ფიზიკაშიც კი

0.065944