ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა: ეს Sportsdaily.ru-ს ვერსიით. კვირკველია გარდა, “რუბინის” არცერთი ფეხბურთელი არ მოხვედრილა ბოლო ტურის თერთმეტეულში.
ისე, ყაზანელებმა წაგეს, კერძოდ, ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-სთან 0:1. ქართველმა 19-ჯერ ჩაუშალა შეტევა ცსკა-ს: 5 ართმევა და 14 ჩაჭრა.
აღსანიშნავია, რომ კვირკველიამ გასულ სეზონში 30 ტურიდან 29-ში ითამაშა და ყველა – შეუცვლელად. ის ერთი მატჩიც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ქართველმა ერთი გოლიც გაიტანა, შინ მოსკოვის “სპარტაკთან”.