ფეხბურთი

20:56 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძის “სილკებორგმა” დანიის უმაღლესი გაინაღდა, აბურჯანიას “ხიმნასტიკიც” მიიწევს

დავით სხირტლაძის “სილკებორგმა” სტუმრად 3:1 სძლია “ჰორსენსს” და სუპერლიგაში გადასვლა გაინაღდა. სხირტლაძე სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ შემტევს გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, სხირტლაძე იანვარში დანიის “ორჰუსიდან” გადავიდა ‘სილკებორგში”, რომელსაც ორჰუსელთა ყოფილი მწვრთნელი სიორენსენი თავკაცობს.

ესპანურ სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო: “სარაგოსას” სტუმრად 1:0 სძლია და მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან “ლეგანესს” კი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. წინ კიდევ სამი ტურია და შეგახსენებთ, პირველ-მეორეზე გასულები პირდაპირ გადავლენ პრიმერა დივიზიონში.

აბურჯანიამ “სარაგოსასთან” შეუცვლელად ითამაშა და დიდი წვლილიც შეიტანა გამარჯვებაში.

0.144193