ფეხბურთი

16:19 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება

დღეს, 21 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტური გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილების თანახმად, ჩემპიონატიდან მოხსნილ ქედის „ბეთლემს“ წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩში წაგება 0:3 ჩაეთვლება, დანარჩენი 8 წყვილი კი ასეთია:

გაგრა - ვიტ ჯორჯია
ბორჯომი - მაჭახელა
ჩხერიმელა - ოდიში 1919
სქური - რუსთავი
იმერეთი - ლიახვი
კოლხეთი ხობი - სამეგრელო
მეშახტე - ალგეთი
მერცხალი - ჭიათურა

პირველი ლიგიდან გავარდნილებისა და პირველ-მეორე ადგილებზე გამსვლელთა გარდა, ბოლო ტურში გაირკვევა პლეი-ოფის საგზურის მფლობელი მესამეადგილოსნის ვინაობაც. შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გასული გუნდი გადათამაშებაში უმაღლესი ლიგის მე-14 ადგილზე გასულს შეხვდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, პლეი-ოფი 29 მაისს გაიმართება.

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111662