ფეხბურთი

16:14 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი “არსენალის” სეზონის მოთამაშეა

გერმანელი მესუტ იოზილი ლონდონის “არსენალის” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 2015-2016 წლების სეზონში. ამის შესახებ “მეთოფეთა ვებგვერდი იუწყება.

27 წლის გერმანელს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა – მან 45 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ინგლისის პრემიერლიგაში კი არც მეტი, არც ნაკლები 20 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, თავის გუნდს 8 გოლით შეეწია (ყველა ტურნირზე).

იოზილი წარდგენილი იყო პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ ლესტერელ რიად მაჰრეზს ვერ აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109481